6 თვის შემდეგ კიდევ ორი ცალტვინა ლიციმერი გაუშვი ჯოჯოხეთში მაგრამ მათი გახსენება არ მიყვარს, ისინი უბრალოდ თავიანთი ამპარტავნების გამო მოვგუდე, აი იურისტის, მართლაც გამოცდილი კაზუისტის, ნამდვილი ლიციმერის დასჯა კი გასახსენებელია. მაშინ საბურთალოზე ვცხოვრობდი მელიქიშვილის ორ ნომერ სახლში მესამე სართულზე ერთოთახიანი ბინა მეჭირა ქირით. ის ჩემ პირდაპირ სამიანში ცხოვრობდა. ხო მართლა სულ დამავიწყდა მეთქვა მე პროფესიით ექიმი, კერძოდ მანუალური თერაპევტი ვარ და შემოსავალიც კარგი მაქვს ჩემი პროფესიიდან გამომდინარე. შესაბამისად კარგად ვიცი ადამიანს ხერხემლის პრობლემა აქვს თუ არა, სულაც რომ არ ვნახო მისი ზურგი, სიარულზე და მიხრა-მოხრაზე ეტყობა, სქოლიოზთან გვაქვს საქმე, კიფოზთან თუ ოსტეოქონდროზთან. მას კიფოზის ნიშნები ქონდა, სიარულისას ზურგში იხრება, და დიდ ძალას ატანს თავს 10 წუთის მერე გამართულმა ილაპარაკოს. დაბალი ცისფერთვალება, ოდნავ მსუქანი ქალი იყო ბელა, ეშმაკური გამოხედვა ქონდა როგორც ნამდვილ გაცვეთილ იურისტებს ახასიათებს და უაზროდ ბევრი ლაპარაკი უყვარდა. მისი სახლი სულ ხალხით იყო სავსე, ზოგს საჩუქრები მოქონდა ზოგიც ემუდარებოდა, ერთი ორჯერ მეც გამომელაპარაკა სადარბაზოში, რამოდენიმე უმნიშვნელო დარიგებაც მომცა, ისეთი ნორმალურ საზოგადოებაში წესით ყველამ რომ უნდა იცოდეს. ერთ დღეს კარებზე კაკუნის ხმა გაისმა, არვის ველოდებოდი და საერთოდ ჩემთან სტუმარი უიშვიათესი მოვლენა იყო. ვხედავ შავებში ჩაცმული მოხუცი ქალი დგას. კარი გავაღე და თავაზიანად ვკითხე
-ვინ გნებავთ ქალბატონო?
-ქალბატონი ბელა მინდოდა, სამსახურში უამრავი ხალხი ყავს მე კი პირადად მინდა დაველაპარაკო.
-ბელა წინ ცხოვრობს დეიდა.
-ვიცი შვილო მაგრამ სახლში არ არის და თუ არ შეგაწუხებ დაველოდები, ისეთ ცუდ დღეში ვარ რომ მეტი გზა არ მაქვს შვილო და აქ რომ მნახოს შეილებ დამემალოს ან სულაც აღარ გამოჩნდეს.
ქალი სახლში შევიყვანე და ცხელი ჩაი მივართვი, თურმე ბიჭი დაღუპვია საწყალს და მის ბოზ რძალს მთელი ქონება მიუსაკუთრებია, თვითონ გარეთ გამოუგდია და ახლა მის მოხუც ძმასთან ცხოვრობდა. რას არ გაიგებ ადამიანი ამ ცხოვრებაში, თითქოს ეს ნამდვილად არაადამიანური საქციელები აღარც აღელვებს ხალხს. ბელა მისი ადვოკატი ყოფილა, მაგრამ რძალს მოუსყიდია და პროცესი ისე წაუგია სიტყვაც არ უთქვამს, ბელას ანუ მის ადვოკატს რომელსაც ენდობოდა მისი ბინაში მისი ჩაწერა გაუუქმებია
-სულ არ წამიკითხავს შვილო ისე მოვაწერე ხელი, ანდა რას ვიფიქრებდი ამდენ ფულ უხდიდი შემოგევლე და ქუჩაში დაგვტოვა მე და ჩემი გოგო, თვითონ დაისაკუთრა ოთხ ოთახიანი ბინა და ახლა ყიდის, რა მეშველება რა ვქნა არ ვიცი, მოსამართლემ აქეთ გამკიცხა რას აწერთ ხელს არ უნდა იცოდეთოო, კი ვარ გასაკიცხი მაგრამ, ვაი დედასა რა მეშველება. მიყვებოდა ქალი თავის უბედურებას.
ამ დროს წინა კარის ხმა გავიგეთ, ქალი სასწრაფოდ წამოხტა და სადარბაზოში გავარდა, ბელამ ვითომც არაფერიო გასაღები ჯიბეში ჩაიდო, მოგვესალმა და მოხუცს სახლში შეუძღვა.
ცოტა ხანში ქალი სასწრაფომ წაიყვანა, როცა საკაცით ჩაყავდათ ამასღა ლუღლუღებდა საწყალი “ ღმერთო შენ გადაუხადე სამაგიორო ჩემი ოჯახის გამნადგურებლებს, ღმერთო დასაჯე უსამართლონი.” ბელა კი ვითომც არაფერი მშვიდად მოხურა კარები და ხმაურზე გამოსულ მეზობელ ქალს უთხრა “გიჟია ვიღაც, რა უშველებათ ამდენ სულელებს” აი ასე უმოწყალოდ გაუუბედურა ადამიანი და თითქოს არც არაფერი მომხდარა, გული სიძულვილით ამევსო ძლივს შევიკავე მრისხანება, ახლად გაღვიძებულმა ურჩხულმა სისხლიანი თვალები მომანათა და ჩამჩურჩულა ყურში, “ეს მატლი ფეხით უნდა გავსრისოთთ!!”.
-გთხოვ გევედრები არ ქნაა გევედრებიი ნუ მომკლავ მტკივაააააა..
ვეღარ ვაყვირებდი მეტსს, უკვე სიკვდილის სურნელი ტრიალებდა ცივ ოთახში სადაც მთლად გადმოიღვარა ზიზღით გაჟღენთილი ჟინი, სისხლით დასაოკრბრლი სურვილი ურჩხულისა, აუტანელი ტკივილები უნდა მიმეყენებინა და ჯოჯოხეთი აქ მომეწყო მართლაც სისხლის მსმელი წურბელასთვის, რომლის უხილავმა დანაშაულებმა ცა ჩააბნელაა. თავიდან ვფიქრე ლოგინზე დამება და შუაში გადამეჭრა მაგრამ ასე ვერ იწამებდა, მალე მოკვდებოდა. მერე მივხვდი რაც უნდა მექნა და კედელზე მიჭედება გადავწყვიტე. დიდი კედლის ლურსმებით უნდა მიმეჭედებინა ორივე ხელით, შემდეგ მხრებით, მუცლით და ბოლოს თავით, ორი კილო მქონდა მიტანილი და აუცილებლად მეყოფოდა. ჩაქუჩის დანახვაზე გული წაუვიდა და მანამ არ გავაფხიზლე სანამ ორივე ხელი კარგად არ დავამაგრე კედელზე ორ-ორი ლურსმნით. აი მაშინ უნდა გენახათ მისი მშვიდი და ეშმაკური გამოხედვა როგორ გაუკუღმართებული იყოო, საკუთარ სახლში, საკუთარ საძინებლის კედელზე ხარ მილურსმული წარმოგიდგენიათ მაინც რას გრძნობდა როგორ კიოდა, მე ხო ამას ვგრძნობ და მესმის როგორც მასს. არ უსურვებდი არავის მის ადგილზე ყოფნას, “კაია სულიერ ტკივილს ასე რომ ვერ გრძნობ როგორც ფიზიკურს??” უჩურჩულე ყურში და მეხუთე ლურსმანი ლავიწის ზვალს ზემოთ გავატარე, თქვენ წარმოიდგინეთ მატლივით არ ხვარხვალებდა, სანამ მუცელში არ ჩაურჭე ოთხი ცალი, მაშინ კი იცოცხლე დაიწყო ფართხალი, სულ გამოვდენე თუ რამ ცოდვები Qქონდა მუცელში დაგროვილი. ცოტა ხანი ვიჯექი და უყურებდი, ვატკბობდი ჩემ ურჩხულს, ვაწყნარებდი, ვაშოშმინებდი რომ თავის ადგილს დაბრუნებოდა. ბოლოს ლურსმანი შუბლზე დავადე და ჩაქუჩი დაუმიზნე, თვალები ზევით აუვიდა ლიციმერს, მთელად გაყინული იყო მისი სხეული მაგრამ მკვდარი არაა. ბოლომდე გაუშვი სულ ბოლომდე ისე რომ ცოტა შუბლის ძვალიც კი შეუმტვრიე. დაწყნარდა მატლი და ამოუშვა თავისი შავი სული. მაშინღა მოვედი გონს და მშვიდად შეუდექი სამხილების განადგურებას, როცა საქმეს მოვრჩი, 5 ლარიანზე დიდი ასოებით დავაწერე “მატლიი” და ძუძუს თავზე მივამაგრე. “აბა დროებით” დაუბარე სახედამანჭულ ბელას და წამოვედი როგორც ტვირთ მოხსნილი ცხენი.
ოო დიდი ამბავი შეიქმნა ამაზე, მთელი სამინისტრო ერთი თვის განმავლობაში იქ იყვნენ, კრიმინალისტიკურმა სამსახურმა ყველა დეტალი წაიღო გამომძიებელმა კი სამ სამჯერ დაგვკითხა მეზობლები. მაგრამ როგორც თქვენ გაგიგიათ ჩემი ვინაობა ისე იმათ გაიგეს, ძალაზე აგებულ სტრუქტურებში გონება პარალიზებულია და მე რას დამაკლებდნენ.