x
image
რედაქტორი
ტორტი "ცუკოტო"

image
ტორტი გამოდის ძალიან გემრიელი, პირში დნება და სუფრაზე ძალიან მდიდრულად გამოიყურება. ტორტი გამოდის ძალიან ნაზი მაგრამ თავის ფორმას ძალიან კარგად ინარჩუნებს. ნიგოზის გარდა შეგიძლიათ თხილი ან ნუში გამოიყენოთ და ალუბლის გარდა სხვა ხილი, ტორტი იგივე იქნება უბრალოდ სხვა არომატის. მოცემული ინგრედიენტების რაოდენობით ტორტი გამოდის 6 -8 ნაჭერი.

ინგრედიენტები

-2- კვერცხი
-100გრ- ნაღების კარაქი
-120გრ- შაქარი
-100გრ- ფქვილი
-20გრ- კაკაო
-2ჩ/კ- საფუარი


შიგთავსი

300 გრ- ნაღების კარაქი-33-35%
100გრ-შაქრის პუდრა(ან შაქარი)
50გრ- ნუში
250გრ-ალუბალი
50გრ- შოკოლადი (შავიან რძიანი შოკოლადი)

image

მოვამზადოთ ცომი: ჩავყაროთ თასში ფქვილი, საფუარი და კაკაო

image

დავამატოთ ნაღების კარაქი და ავურიოთ.

image

დავამატოთ შაქარი და ავურიოთ.

image

მიქსერით ავთქვიფოთ კვერცხი ცალკე.

image

შემდეგ ნელ ნელა შევურიოთ ცომს.

image

ავიღოთ საცხობი ფორმა, დავაფინოთ ნამცხვრის ქაღალდი
წავუსვათ ცხიმი და გავასწოროთ ჩვენს მიერ მომზადებული ცომი.

image

შევდოთ ღუმელში და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 15- 20 წუთი.

image

გამომცხვარი ფენა გამოვჭრათ მრგვალად. ამოსაჭრელად გამოვიყენოთ

ისეთი თასი რომელშიც ჩაეტევა 1.5ლ- მდე წყალი.

image

ამოჭრილი მრგვალი ფორმა დავდოთ თეფშზ

image

ავიღოთ მინის ჭურჭელი და ჩავაფინოთ ისეთი ცელოფანი რომლის გამოყენება შეიძლება საკვებთან.

image

დარჩენილი გამომცხვარისაგან გამოვჭრათ სამკუთხედები და ჩავაფინოთ ისე როგორც სურათზეა ნაჩვენები.


კრემის მომზადება:


image

დავვფქვათ მოხალული ნიგოზი

image

წვრილად დავჭრათ შოკოლადი

image

ნაღები და შაქარი ავთქვიფოთ

image

დავამატოთ თხილი და ავურიოთ

image

ცოტახანში დავამატოთ დაჭრილი შოკოლადი და ავურიოთ

image

დავამატოთ ალუბალი

image

კარგად ავთქვიფოთ

image

ეს კრემი ჩავასხათ ჩვენს მიერ გამზადებულ თასში

image

დავაფაროთ ზემოდან ჩვენს მიერ გამოჭრილი წრე და შევდოთ
მაცივარში 6-8 საათი

image

მაგიდასთან გატანის წინ გადმოვაბრუნოთ თეფშზე და მოვრთოთ ისე როგორც ჩვენ გაგვიხარდება.














2
236
5-ს მოსწონს
ავტორი:რედაქტორი
რედაქტორი
236
  
2013, 24 დეკემბერი, 17:23
რომელ ნაღებს და კარაქს იყენებთ?
2013, 23 დეკემბერი, 21:54
კარგი იქნება
0 1 2