ნამცხვრები ეკლერი 2013, 23 დეკემბერი, 19:21 ინგრედიენტები 100გრ-ნაღების კარაქი 4-კვერცხი 180გრ- ფქვილი ½ ჩ/კ მარილი მოხარშული ან ცივი კრემი მომზადება: ავადუღოთ 250გრ წყალი, დავამატოთ კარაქი, მარილი და მივიყვანოთ ადუღებამდე. ადუღებულ მასაში ჩავყაროთ ფქვილი და ერთი ორი წუთი კიდევ გავაჩეროთ ცეცხლზე. მასა ცოტა გავაცივოთ დავამატოთ ერთი კვერცხი და მოვზილოთ კარგად, რომ გაიხსენბა დავამატოთ დანარჩენიც ეტაპობრივად. ტაფაზე დავაფინოთ ქაღალდი. კოვზით ან საკონდიტრო შპრიცით დავდოთ ცომი ტაფაზე მოგრძო ფორმებად 10-11 სმ. შევდოთ 180გრ გაცხელებულ ღუმელში და გამოვაცხოთ 35-40 წუთის განმავლობაში და ამ პერიოდში ღუმელი არ გამოვაღოთ. გამომცხვარი ნამცხვარი გამოვავსოთ კრემით და ზემოდან დავასხათ მინანქარი. 183 4-ს მოსწონს
|