x
image
რედაქტორი
ტორტი „კრემლის კედელი“

image
ინგრედიენტები:


300 გრ - ნებისმიერი მზა ორცხობილა( დახვეული)
1 შეკვრა- შოკოლადი
1 ქილა- კონსერვირებული ატამი
400 მლ- ნაღები 30%.
1 ქილა- შედედებული რძე

ბისკვიტისათვის:

2- კვერცხი
ნახევარი ჭიქა შაქარი
ნახევარი კოვზი სოდა ძმრით
2 - სუფრის კოვზი კაკაო
1 ჩაის კოვზი დარიჩინი
1-2 ჭიქა ფქვილი
მზესუმზირის ზეთი


კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ მიქსერით, დავამატოთ სოდა, კაკაო და დარიჩინი და გავაგრძელოთ ათქვეფა. ამის შემდეგ ნელ ნელა დავამატოთ ფქვილი. ცომი ისეთი უნდა მივიღოთ როგორც ფაფუკი არაჟანი. გადავიტანოთ ცომი ცხიმ წასმულ ფორმაში, შევდოთ ღუმელში და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე.


ნაღები ვთქვიფოთ მანამ სანამ არ მივიღებთ მაგარ მასას კოვზს, რომ ჩავარჭობთ არ უნდა წაიქცეს. ვამატებთ შედედებულ რძეს და კარგად ვთქვიფავთ, ასევე კრემში ვამატებთ მწვრილად დაჭრილ ატამს.


გავადნოთ შოკოლადი და ფრთხილად ჩავუშვათ ორცხობილები ისე, რომ ნახევრად შეიღებოს, ტორტის ბისკვიტის ირგვლივ შემოვალაგოთ ორცხობილები, შემდეგ შევდოთ მაცივარში 3 საათი, რომ გამოვიღებთ მოვრთოთ კრემით. ჩვენო ტორტიც მზადაა.








0
50
3-ს მოსწონს
ავტორი:რედაქტორი
რედაქტორი
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0