ორსულობა და ბავშვი უცნაური შემთხვევა ბრაზილიაში:საკეისრო კვეთის შემდეგ ექიმებმა ბავშვი ვერ იპოვეს 2013, 23 დეკემბერი, 14:57 უცნაური შემთხვევა დაფიქსირდა სამხრეთ აღმოსავლეთ ბრაზილიაში.37 წლის ქალმა ბოლო ერთი კვირა სამშობიაროში გაატარა, აუწყეს, რომ გოგონას გააჩენდა. ფეხმძიმობის დასაწყისიდანვე ქალი კაბო ფრიოს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა მუცლის ძლიერმა ტკივილებმა ქალი იძულებული გახადა ქალაქის საავადმყოფოსთვის მიეკითხა. დაუდგინეს, რომ ქალი 41 კვირის ორსული იყო.როდესაც ექიმებმა ბავშვის გულის ცემა ვერ აღმოაჩინეს, პაციენტი სასწრაფოდ საოპერაციოში გადაიყვანეს, სადაც საკეისრო კვეთა გაუკეთდა."ყველა ნიშნებით პაციენტს წინასამშობიარო ჭინთვები დაეწყო, იმის გამო, რომ ექიმებმა გულისცემა ვერ აღმოაჩინეს, გადაყვანილი იქნა საოპერაციოში, სადაც მას საკეისრო კვეთა გაუკეთეს, მედპერსონალი შოკირებული დარჩა, როდესამ მათ ბავშვი ვერ აღმოაჩინეს საშვილოსნოში"-განაცხადა საავადმყოფოს მთავრმა ექიმმა როზალის ალმეიდამ. 219 3-ს მოსწონს
|