საზოგადოება სუხიშვილების "რამიშვილებს" პლაგიატში ადანაშაულებენ! 2013, 22 დეკემბერი, 20:46 ფოლკლორზე დაფუძნებული მოდერნისტული ექსპერიმენტი, სუხიშვილების ახალი პროექტი "რამიშვილები" 2013 წლის მოვლენად იქცა. სუხიშვილების ავტორიტეტმა და სარეკლამო ვიდეო რგოლმა სენსაცია მოახდინა, ბილეთები სალაროებიდან დაიტაცეს. მიუხედავად იმისა, რომ ბილეთებს საკმაოდ სოლიდური ფასი ჰქონდა ბევრმა მსურველმა მათი შეძენა ვერ მოასწრო. პროექტ "რამიშვილების" იდეა ნინო რამიშვილს ეკუთვნის და საკმაოდ დიდი ხნის მანძილზეც იქმნებოდა. "რამიშვილების" ქორეოგრაფიული ხელმძღვანელი ილიკო სუხიშვილი გახლავთ და იგი ბებიის, ნინო რამიშვილის ხსოვნას მიუძღვნა. პროექტი "რამიშვილები" ყველა სხვა პროგრამისაგან განსხვავებულია და მისი ანალოგი არ მოიძებნებაო. სულ ცოტა ხნის წინ გავრცელებულმა ვიდეორგოლმა კი სკანდალი წამოაგორა, სუხიშვილების "რამიშვილები" პლაგიატში დაადანაშაულეს. ვიდეორგოლის ავტორის მტკიცებით, კაბები გრძელი მკლავებით და მოძრაობები სუხიშვილებმა ჰონგ-კონგის საბალეტო დასს მოჰპარეს. მსგავსება თვალშისაცემია, საზოგადოება კი შეშფოთებულია. "სუხიშვილების" გულშემატკივრები ამ ყველაფერს კარგად დაგეგმილ პროვოკაციად ნათლავენ, "მერე რა მოხდა?"-კითხულობენ ზოგიერთები... ის მოხდა, რომ საზოგადოება მოატყუეს, შეცდომაში შეიყვანეს, ფული ინოვაციურ პროექტში კი არა პლაგიატში გადაგვახდევინესო, ამტკიცებენ მესამენი. საინტერესოა, არის თუ არა სუხიშვილების "რამიშვილები" პლაგიატი. იხილეთ ვიდეო და დასკვნები თავად გააკეთეთ... საბოლოოდ ამ კითხვაზე პასუხს ორივე წარმოდგენის ნახვის შემდეგ გავცემთ... კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, თუ სუხიშვილების მიერ "დაგოიმებული" ქართველები?! საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები... 397 3-ს მოსწონს
|