ესე ბუუმ!!! 2013, 21 დეკემბერი, 22:01 ჩვენ ადამიანები ვართ, წითლები, ლურჯები, ყვითლები, რომელთა საერთო ხანდახან ჰაერი, ან სტატუსი აქვთ! მხოლოდ ეს, იმიტომ, რომ არ გვცალია, იმიტომ, რომ დრო ფულია, ჩვენს ქვეყანაში კი ტრადიციები. არ ვფიქრობთ იმაზე, რომ სანამ არას, ან კის ვიტყვით, შეიძლება რაღაც შეიცვალოს, ვიღაცას მივუახლოვდეთ, დავშორდეთ! გვინდა ყველაფერმა იტრიალოს ჩვენი ფამილარული სამყაროს ირგვლივ, იმ სამყაროში ჩავკლათ ის ყველაფერი, რითიც სხვაგან, სხვა ვითარებაში ვიამაყებდით! უი, ცრემლებიც მოგვდის, რომელიც დიდი ხნის ნაკეთებ მაკიაჟს გვისვრის, გვირეცხვას, სიმართლისკენ მიაქროლებს! დღეს ვამაყობთ, რომ გვაქვს პარლამენტი, გვაქვს კანონები, მოდური და უმოქმედო კანონები, მრავალი სტერეოტიპული ტრადიცია, მრავალი სულელური ატრიბუტიკა, რომელიც ადამიანებს შლის, ინდივიდუალობას უკარგავს. მაგრამ ჩვენ ეს მოგვწონს. როდესაც ვხედავ, თუ როგორ იპარება ერფეროვნებაში "მყივარალა" ვინმე, ან რამე, იმასაც ვამჩნევ, თუ რა სწრაფადვე აქრობენ, როგორ აიგნორებენ. 23 1-ს მოსწონს
|