ყოველღე, ყოველ წუთს, როცა ჩემი ოთახის ფანჯრიდან ვიხედები, ვხედავ ერთ სურათს, რომელშიც აცრემლებული ბავშვი დგას. დგას და მორჩა, სხვა არაფერი, არანაირი ფერი შავისა და თეთრის გარდა, ოღონდ ეს თეთრიც ნელ-ნელა ქრება და შავდება... არ ვიცი რატომ აღვიქვამ ამ ხედს უიმედობად, მაგრამ მდგომარეობა ყოველდღე მძიმდება, ყოველდღე მეტ ცრელმლს ვხედავ. ერთხელ ვცადე მასთან მისვლა, გამოლაპარაკება, მაგრამ არაფ...
ოდესმე გიფიქრიათ რამდენ ნიღაბს ირგებთ?-მე დღის განმავლობაში ალბათ ოცს, ან ორმოცს, შეიძლება უფრო მეტსაც. არ ვიცი, ვერ ვგრძნობ ხშირად რას ვაკეთებ, რამდენად სწორად, რამდენად ბუნებრივად მაგრამ ფაქტი სახეზეა, როცა სიტუაციაში ვიღაცას ჩემი ღიმილი ჭირდება, მე მივდივარ წარმოსახვით საკიდთან, ვხსნი იქედან სიყალბით გაჟღენთილ ნივთს და სახეზე ისე მჭიდროდ ვიკოსებ, რომ მე თვითონაც მავიწყდება რომ ვ...
2013, 31 დეკემბერი, 21:54
ჩვენ ადამიანები ვართ, წითლები, ლურჯები, ყვითლები, რომელთა საერთო ხანდახან ჰაერი, ან სტატუსი აქვთ! მხოლოდ ეს, იმიტომ, რომ არ გვცალია, იმიტომ, რომ დრო ფულია, ჩვენს ქვეყანაში კი ტრადიციები. არ ვფიქრობთ იმაზე, რომ სანამ არას, ან კის ვიტყვით, შეიძლება რაღაც შეიცვალოს, ვიღაცას მივუახლოვდეთ, დავშორდეთ! გვინდა ყველაფერმა იტრიალოს ჩვენი ფამილარული სამყაროს ირგვლივ, იმ სამყაროში ჩავკლ...
2013, 21 დეკემბერი, 22:01
ყოველი დღე, ყოველი წუთი აახლოებს რაღაცასთან, მაგრამ არ იცის რასთან, ვეღარ ცნობს ვერავის, ვერც მის თავს, მუდამ ზია, მუდამ უყურებს ბნელ შუქს. სიტყვები ბნელი შუქიდან მას ადვილად აგნებენ, მაგრამ ის მათ არ იღებს, მას სხვა რამ სურს, ბევრად მეტი, ბევრად ნაკლები საფასურის გადახდის გარეშე. მისი ნავი ყოველდღე გადის, ყოველდღე ბრუნდება, დღეში რამდენჯერმე, სხვადასხვაგვარად. ღუზას ბგერები მო...
ადამიანები იბადებიან ადამიანებად, მაგრამ შემდეგ იცვლებიან, ყალიბდებიან სხვადასხვაგვარად, ირჩევენ გზებს, რომლებიც ხშირად მათ სურვილებს უკავშირდება, სურვილებს, რომელიც ბედნიერად ცხოვრებას მოიცავს. თითქოს მარტივია, არსებობს ფორმულა, რომელიც მიგვიყვანს ბედნიერებმადე, მაგრამ ბოლოს არმოჩნდება, რომ რაღაც სწორად ვერ გავაკეთეთ, რაღაცამ ხელიშეგვიშალა, რაღაც ისე არ...
2013, 29 ოქტომბერი, 21:49
ღიმილი ადამიანის ყველაზე ძვირი ემოციაა, იგი მრაველფეროვანია, იმდენად მრავალფეროვანი, რომ ლაბირინთს გაგონებს. ადამიანის ხორცი, იმდენად განსხვავდება სულისგან, რომ საერთოს თითქოს ვერ უპოვით, მაგრამ ასე როდია, ღიმილი ყველას აერთიანებს, ყველასა და ყველაფერს იტევს. ერთდროულად იგი შეიძლება ყალბიც იყოს და "ორიგინალიც"!-საოცარია არა?! ადამინის შესაძლებლობა რას ხმარდება,...
2013, 25 ოქტომბერი, 21:00
ეკოლოგია მსოფლიო პრობლემაა, თითოეული გადაგდებული პოლიეთილენის ბოთლი, სათამაშო, ცელოფანი, ჩვენი განაჩენია, რომელიც მომაკვდინებელი და სახიფათოა არამარტო ჩვენთვის, არამედ ჩვენი შვილებისთვის. მსოფლიოში დღეს ამ პრობლემას ბევრი ადამიანი ებრძვის, ბევრი ორგანიზაცია, თუ სახელმწიფო, თითქოს პროგრესი საგრძნობია, მაგრამ საქართველოში ყველაფერი პირიქითა...
2013, 19 სექტემბერი, 22:19
დღეს სკოლებში უცხო ენებს აქტიურად ასწავლიან, ნამდვიალად კარგია ყველა ენა, მაგრამ, როდესაც ამ ენების შესწავლა უკვე ძალადობრივ სახეს იღებს, საშინელ შედეგს ვიღებთ. ვგულისხმობ რუსული ენის აქტიურ სწავლებას სკოლებში, რომელმაც უკვე საშინელი ფორმა მიიღო. მე, თუ არ მინდა რუსულის სწავლა, ამას არ უნდა მაძალებდეს არავინ, არც სკოლა და არც სახელმწიფო. შეიძლება თქ...
2013, 18 სექტემბერი, 22:25
ნაადრევი ქორწინება ჩვენს ქვეყანაში აქტუალური პრობლემაა. პრობლემა უფროსწორად ყველასთვის არა, ერთეულებისთვის. ნაადრევი ქორწინება, ბევრს ძალიან კარგ, მისაბაძსა და დადებით ქმედებად მიაჩნია. სინამდვილეში ეს ასე არაა, დღეს, როდესაც ჩვენს ქვეყანაში მრავლად გვხვდება ბავშვები, ბავშვებით ხელში, ამას ხშირად დადებითად ვხდვდებით, მაგრამ ფვიქრობ, სხვაგვარი რეაქცია უფრო გამართლებული ი...
2013, 17 სექტემბერი, 15:51
მუსიკა სამყაროა, რომელიც ყველანაირ ნორმალურ, ზღვარს ცდება. თანვე მიყავხარ სამოგზაუროდ შენს საკუთარ ცხოვრებაში, შენს წარსულში, შენი გულის სიღრმეებში, სადაც აქამდე მეგზურის გარეშე, მარტო ვერ ბედავდი ჩასვლას. მიყავხარ დიდი დროით, უცხოდ ნაცნობ ადგილზე, სადაც შენ, შენ ხარ. არ ხარ სხვა, შებოჭილი, შეშინებული, ზედმეტად თავდაჯერებული ადამიანი, რომელ...
ყველა ადამიანს აქვს ოცნება, დიდი, პატარა, რეალური, ფერადი, მონოტონური, მაგრამ რატომღაც ეს ოცნებები თითქმის ყოველთვის ასოცირდება ფულთან. რატომ?- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძნელია, მაგრამ ამავდროულად მარტივიც. დროის შეცვლასთან ერთად, იცვლება სურვილებიც, მაგრამ ყველა სურვილი, რომელიც ქაღალდის ფურცელზე დაწერილ რიცხვებთანაა დაკავშირებული, რჩება აუხდენელ, დროებით გატაცება...
|
|