x
რას შევცვლიდი დღევანდელ საქართველოში

საქართველო
დღევანდელ საქართველოში ცხოვრობს მრავალი შეხედულებისა და ტრადიციის მქონე ადამიანი. ჩვენი ქვეყნის ისტორია მრავალფეროვანი და საინტერესოა სხვადასხვა ხალხის თანაცხოვრების მხრივ. მაგრამ არსებობდა და იარსებებს პრობლემები, რომელიც უკავშირდება მრავალ ტრადიციასა და საზოგადოებრივ აზრს.
დროსთან ერთად ადამიანები იძენენ სხვადასხვა შეხედულებასა და სურვილებს. ამ ადამიანების რიცხვს ვეკუთვნი მეც, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელსაც ვფიქრობ, არც ისე განსაკუთრებული სურვილები აქვს. ვიცი, რომ ეს სურვილები ადვილად არ ახდება იმიტომ, რომ არსებობს უხილავი ბარიერი, რომელსაც საზოგადოება და საზოგადოებრივი აზრი ქმნის. ეს აზრი იმდენადაა მორგებული ჩემს ქვეყანასა და ქვეყნის ტრადიციებს, რომ რთულია წინ გადაეღობო. ჩემს ქვეყანას აქვს პრობლემა, რომელიც მე მინდა, რომ გადაიჭრას და არა საზოგადოებას, ვფიქრობ, ეს დაკავშირებულია თვითშეგნების დაბალ დონესა და რაღაც ახლის მიღების შიშთან. დღევანდელი საქართველო ჩემთვის მხოლოდ მუქ ფერებში წარმოისახება, რადგან ვერ ვხედავ ჩემი ქვეყნისგან ხელშეწყობასა და უზრუნველ მომავალს. მომავალს, რომელსაც შეუძლია მაქციოს ადამიანად, რომელიც გამგებია, უკომფლიქტო და ნამდვილი ქართველი, რომელიც მხოლოდ მაშინ არ ყვირის ქვეყნისთვის, როცა მას სხვა უყურებს და უსმენს. დღეს მე ვხედავ რეალობას, რომელშიც იკარგება მრავალი ადამიანის შესაძლებლობა, ენერგია და შეხედულება, რომელსაც ბევრი რამის სასიკეთოდ შეცვლა შეუძლია. ამის მიუხედავად, ასეთი ადამიანები რჩებიან საზოგადოების ინტერესის სფეროს მიღმა. ძალიან მინდა ჩემს ქვეყანაში შეიცვალოს ადამიანების შეხედულებები ზოგიერთ საკითხთან მიმართებით. არ მინდა მქონდეს იმის შიში, რომ გავირიყები იმის გამო, რომ განსხვავებული შეხედულება მაქვს.
ხანდახან მიჩნდება იმის ასოციაცია, რომ ვცხოვრობ ისე, როგორც საზოგადოებას უნდა და არა ისე როგორც მე მინდა. საქართველოში ხალხს ჰგონია, რომ ტატუ ცუდია, პირსინგი არაადამიანობის სიმბოლო და ასე შემდეგ. მსგავსი პრობლემები მიდის მენტალიტეტთან, რომელიც მე პირადად არ მომწონს. ჩემს ქვეყანაში არ არსებობს ბევრი დამოუკიდებელი ადამიანი. ადამიანები დამიკიდებულები არიან სხვის აზრსა და შეხედულებაზე, ყველაერთმანეთს უშლის ხელს ნებისმიერი მიზნის მიღწევაში. ამ ყველაფერს ერთი ხელის მოსმით ვერ შევცვლით, მაგრამ ოდესმე თუ დავიწყებთ რაღაცის შეცვლით იქნებ, მივიღოთ ნამდვილად ნათელი საქართველო. სანამ ჩემს ქვეყანაში იდევნრბიან განსხვავებული ადამიანები, მარტო იმიტომ, რომ "ქართულ კუტურას არ უხდება ასე", შეიძლება მე ვიგძნო თავი საზოგადოების ღიესეულ წევრად?! ლირიკულ შეკითხვას მარტვი პასუხი აქვს: არა!
ძნელია ვისაუბრო "მნიშვნელოვან" პრობლემებზე მაშინ, როცა ვარ მხოლოს 14 წლის. ზუსტად ვიცი ვისთვის რას ნიშნავს ჩემი სიტყვა ჩემს ქვეყანაში, სწორედ ამიტომ არ ვსაუბრობ, ვერ ვსაუბრობ ხმამაღლა, მაშინ, როცა ათასი რამის
"შემოტრიალება შემიძლია უკეტესობისკენ". მაგრამ ეს "უკეთესობა"
ყველასთვის სხვადასხვაა. იმდენ განსხვავებული, რომ ძალას ოცნებისთვისაც კი გართმევს ... მე მინდა ვიცხოვრო ნათელ საქარველოში, სადაც ბიჭის მოვალეობა სმა, "კაი ბიჭობა" და თამბაქოს მოწევა არაა, მე მინდა ვიცხორო ისეთ საქართველოში, სადაც გოგო ქმრის მონა, ერის გამრავლების საშუალება და მარტო კულინარი არაა! მაგრამ ასეთ საქართველო, მეტად შორსაა ჩემი გადასახედიდან. ბევრჯერ მიოცნებია შემეცვალა საზოგადოების ის წრე, რომელშიც მე "ვტრიალებ".
ყოველ დაუსრულებელ ჯერზე, აღმოჩნდებოდა, რომ ზვიგენის ხახიდან გაგცევას ვცდილობდი, მეორე ზვიგენის ხახისკენ...
დღევანდელ საქართველოში შევცვლიდი იმას, რომ ყველა ადამიანს სარკეში ჩავახედებდი, რომელსაც მათი შიშველი სულის დანახება შეუძლია და ვფიქრობ, რომ ეს სარკე ნათელს მოჰფენს ყველაფერს რაც მე და ყველა ჩემნაირ
"მეს", ხელს უშლის ოცნების ახდენაში. ოცნება, რომელსაც უსაზღვრო შესაძლებლობების მქონე ქვეყანაში ცხოვრება ჰქვია.



ეს არის ჩემი საოცნებო, სასურველი საქართველო …

0
577
3-ს მოსწონს
ავტორი:დავით ზივზივაძე
დავით ზივზივაძე
577
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0