x
სხვები...

imageდღესაც გაექცა დიალოგებს, ისევ ოცნებას შეაფარა თავი, ტელევიზორიდან გადმოსროლილმა პათეტიკურმა ინფორმაციებმა, ხალხის "დასაბოლებმა"
რეპორტაჟებმა და ათასმა სულელურმა სექსისტურმა რეკლამამ თავი მოაბეზრა, საერთოდ ყველამ თავი მოაბეზრა. ოცნება დროებითი იყო მისთვის, რადგან ადამიანურია და არა განსაკუთრებულებისთვის გამოგონილი. დაიღალა წარუმატებელი ურთიერთობებით, "დასაკიდებელი" პრობლემებით, რომელთა დაკიდებაც სხვებისთვის პრიორიტეტს სულაც არ წარმოადგენდა. უნდოდა გაქცევა მთების უკან, დამალვა ხალხისგან, მაგრამ რთული აღმოჩნდა, ისინი ბევრი არიან, ბევრი დაავადებულია ჩვეულებრივობით, ეს მას არ ადარდებდა, არ აწუხებდა სანამ მწარედ არ მოხვდა კუბიდონის ბანალური სიყვარულით შეზავებული შხამიანი ისარი, ისიც დროებითი, საბედნიეროდ მას არ სწამდა იმის, რომ სიყვარული ყველაფერს ამარცხებს, მათ შორის სიკვდილს. ბოლოსდაბოლოს არავის გამოუგზავნია "იქიდან" წერილი, რომ სიყვარულს ისევ განიცდის, საერთოდაც არ წამდა "იქაურობის", მას სხვების სწამდა, სხვების უცნაურობებისა და სიბნელეების. კუბიდომა მას ცისფერთვალება, უშინაარსო, ფამილარული საჩუქარი გაუკეთა, მაგრამ გაგაოცებდათ, რომ გენახათ მისი გაციებული გული, ამ შხამმა, როგორ ვერ გაათბო. მასაც ჰქონდა ფეისბუქი, ერთ დროს ისიც წერდა ბრტყელ პოსტებს იმაზე, თუ როგორ შიოდა, როგორ ტკიოდა, როგორ ოცნებობდა... სამწუხაროდ ერთხელაც არ დაუწერია იმაზე, რომ მისი რომელიმე ოცნება ახდა...

imageგაზაფხულს განსაკუთრებულად ხვდებოდა, მისთვის ამ დროს იწყებოდა და მთავრდებოდა წელიწადი, ასე, რომ ასაკობრივ სიბრძნეს არ უჩიოდა. ცხოვრობდა მარტო, სადაც მხოლოდ მზე სტუმრობდა, ხანდახან წვიმა და შტორმი, მაგრამ მათი ნახვა ყველაზე მეტად უხაროდა, რადგან მათთან იყო სხვებისგან შორს მყოფი "მე"!!! უყვარდა მთვარეზე მოგზაურობა, სიჩუმის ძებნა, ხეტიალი მარტოდმარტო. ყოველთვის ეგონა იპოვიდა ვიღაცას სახელად რიჩარდს, ან საიმონს, მაგრამ არც ასეთი გამოჩნდა ვინმე. ალბათ, იმიტომ, რომ მისი სამყარო მისი სახლი იყო. მისი ნავსაყუდელი, ისტორია, რომლისი არასდროს არ წამდა... ბავშვობა დედასა და მამასთან ერთად გაატარა, შემდეგ ფრთები გაეზარდა და წავიდა, ამას უდიდეს შეცდომად თვლიდა, რადგან ფრთებმა თავისუფლებასთან ერთად, სხვა ბევრი ცუდი რამ აჩუქა, მაგალითად სითამამე, დავიწყება, სიამაყე. კიდევ კარგი, რომ ნელ-ნელა ბუბმბულის მხეცი ქართან ბრძოლაში აგებს და სხვებს ემსგავსება, მაგრამ მისთვის ეს უბრალოდ გაქრობის ტოლფასი იქნება, ისედაც აღარ ჩანს, ისედაც ქრება და იცლება, მიიპარება ფსკერისკენ სადღაც სიბინძურეში.

imageდიდი ხანია აღარ მიყვება სპონტანურ გზებს, გულის ნაკარნახევს. მან იცის სიტყვა "არა", სიტყვა "მე" და "სხვები" და კიდევ ვიღაცას იცნობს, რომელიც მთელი ცხოვრება დაასდევს. მას გრძნობს და ამიტომ იცნობს, მხოლოდ ამიტომ, რადგან სიტყვებს აღარ ამბობს, სხვებისგან განსხვავებით სხეული, გულზე მალე დაუბერდა. ალბათ იცის რაღაც, ერთადერთი რაც ვერ გავიგე ისაა, თუ რა აინტერესებს, რისი სწამს. ნავებს ხატავს ხოლმე, ასე ორთქლავს მინებს და ხატავს, უბრალოდ ხატავს და მორჩა. ესაა მისი გატაცება, მიზანი-ხატოს, გაჩუმდეს, არ თქვას. იმედია იპოვის თავის ბილეთს, თავის ადგილს ნავში, რომელიც მას მეორე ნავსაყუდლამდე მიიყვანს, სადაც სიჩუმე და მზე მეფობს, მხოლოდ ის, მზე და სიჩუმე. და სხვები?-სხვები მისი დახატული ნავის დროებითი სტუმრები იქნებიან, რომლებიც დროსთან ერთად, სპონტანურად გაქრებიან... ასე უბრალოდ გაქრებიან და მეტი არაფერი...

0
13
1-ს მოსწონს
ავტორი:დავით ზივზივაძე
დავით ზივზივაძე
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0