x
ქარი...
imageყოველი დღე, ყოველი წუთი აახლოებს რაღაცასთან, მაგრამ არ იცის რასთან, ვეღარ ცნობს ვერავის, ვერც მის თავს, მუდამ ზია, მუდამ უყურებს ბნელ შუქს. სიტყვები ბნელი შუქიდან მას ადვილად აგნებენ, მაგრამ ის მათ არ იღებს, მას სხვა რამ სურს, ბევრად მეტი, ბევრად ნაკლები საფასურის გადახდის გარეშე. მისი ნავი ყოველდღე გადის, ყოველდღე ბრუნდება, დღეში რამდენჯერმე, სხვადასხვაგვარად. ღუზას ბგერები მოაქვს სიბნელიდან, სიღრმიდან, ზემოთ არსებული ბნელი შუქი კი მას აქრობს, ფერფლავს. ნეტავ მას ახსოვს პირველი შეხება?! ჰმ, არამგონია, პირველი სუნთქვა მაინც ემახსოვრება, პირველი ხომ ყველაფერი უნდა ახსოვდეს ადამიანს, მის სულს. ამოვარდება ქარი, ააღელვებს ზღვას და წაშლის სანაპიროს ქვიშაზე სათუთად დაწერილ სიტყვებს, პირველ სიტყვებს... ამ დროს სამართალი ქრება, ზღვის წყნარ ტონს მიყვება, მისსავე სიღმეებში.

imageგადის წლები, ქვიშას ისევ უჩნდება ახალი სიტყვები, სადღაციდან მოიკვლევენ გზას ამ ბნელ შუქში. ამ დროს მისი სიტყვები ზედმეტია, მისი სურვილები შეუმჩნეველი, რადგან ჯერ ვერავინ იპოვა ვინც მას გაუგებს, ვინც მას შეიცნობს...

გავა წლები, ქარი ისევ ესტუმრება მშრალ ქვიშასა და მის გაცვეთილ სიტყვებს, ისევ წაიღებს და ახალ, საზიზღარ ფურცელს გადააშლევინებს, იმავე სიყალბით, თუმცა შეუცვლელი მზრუნველობით სავსეს. ნეტავ მასაც, თუ აოცებს ის, რომ ქარს მხოლოდ ზედაპირულობა მიაქვს, თუ ხვდება, რომ ბევრად მეტს შეძლებს, თუ იშრომებს, იტკენს, ატკენს და იმას გააკეთებს, რასაც სხვა, "ნორმალური" ადამიანები აკეთებენ. მაგრამ იგი ისაა, სულ სხვა, სულ უფერული, სულ მეოცნებე და მუდამ შეუმჩნეველი... ალბათ, მას ტკივა, როცა ვერ უგებენ, როცა გრძნობებს უკლავენ, კარგია, რომ მისთვის სხვებისთვის ჩვეულებრივი ხე, რაღაც განსხვავებულს უკავშირდება, რაღაც ბევრად უფრო აზრიანს, რაც მას და ამ ხეს აკავშირებს.

imageაცახცახდა, გარეთ ქარია, წვიმა აპირებს სტურობას დედამიწაზე, მას დამალვა მოუწევს, მისი სახე წვიმისას რეალობას აფრქვევს, მისი მოძრაობა ამ დროს მხეცისას გავს, უგულო, პატარა "მხეცუკას"-ას, რომელიც უწყინარია და შიშში ცხოვრობს, მას ადამიანების ეშინია, არ იცის რისთვის იბრძვის, რას ლამობს, რას ეტრფის. მას არ შეუძია ქარის წართმეულის დაბრუნება მისთვის მისაღებად, მისი სიამაყე კი სხვებისას არ გავს, სხვებთან არაფერი აქვს საერთო. საოცარი ბგერა ჩაესმა, საოცარი, რომელმაც მის სხეულს აჩუქა რაღაც ღირებული, მისი შევსება ხელმეორედ დაიწყო, მაგრამ მობერავს ქარი, ააღელვებს ზღვას და წაშლის ამ საოცარ საჩუქარს.


imageმას მცენარეებთან, ნივთებთან, ყველაფერთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, ისინი ხომ ოცბებას გვანან, რომელიც სხვა ოცნებებს უკავშირდება. ცუდია, არც მცენაეებია დაცული ქარისგან, არც მათ აქვთ, სჩუქრის გაკეთების ძალა, მაგრამ ეს არაფერია, საუკეთესო საჩუქარს მაინც ბოლოს ქარი მოიტანს, ყველაფერს ერთად მოაბრუნებს უკან. ყველაფერს სახეში შეაყრის, მე კი ამ ყველაფერს დავწერ, თქვენ მოგიყვებით, თქვენ კი თქვენებური ინტერპრეტაციით სხვას აჩუქებთ ამ ყველაფერს, სხვას გაუგზავნით ქარით, საშინელი ქარით...

0
25
1-ს მოსწონს
ავტორი:დავით ზივზივაძე
დავით ზივზივაძე
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0