x
image
რუსუდან ბერიძე
ქოთანში შემწვარი ღორის ხორცი კარტოფილთან ერთად–"Жаркое " (მაშას რეცეპტებიდან)
image

შობა ახლოვდება და კიდევ ერთ ღორის ხორციგან მომზადებულ გემრიელ კერძის რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომლითაც შეგიძლიათ დაამშვენოთ თქვენი სადღესასწაულო სუფრა.ამისთვის კი საჭიროა შემდეგი ინგრედიენტები:


–8საშუალო ზომის კარტოფილი


–2-3 თავი ხახვი

–500გრ ღორის ხორცი

–2პატარა სტაფილო

–3ც. პატარა კიტრის მწნილი

–ცოტა მაიონეზი

– გახეხილი ყველი და მწვანილი გემოვნებით

–მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით

–ცოტა ხორცის ნახარში


მომზადების წესი:

1) ხორცი დავჭრათ პატარა კუბიკებად და სწრაფად შევწვათ გახურებ-ულ ტაფაზე.

2) ჩავაწყოთ თიხის პატარა ქოთნებში.

3) ხახვი წვრილად დავჭრათ, სტაფილოც დავჭრათ ჩხირებად, მოვთუშოთ კარგად ცხიმში ტაფაზე და მოვაყაროთ ხორცს ქოთნებში.

4) კიტრის მწნილი დავჭრათ თხელ რგოლებათ და მოვაწყოთ შემდეგ ფენად ხორცს.

5) მოვასხათ ცოტა ხორცის ნახარში, მაიონეზი, მოვაყაროთ გახეხილი ყველი და შევდგათ ღუმელში 50 წუთის განმავლობაში 190 გრადუს ტემპერატურაზე.

6) გამოვიტანოთ ღუმელიდან, გავაჩეროთ 10-15 წთ.თუ გსურთ მოაყარეთ ცოტა წვრილად დაკეპილი კამა, შემდეგ მიიტანეთ სუფრასთან და...


image


მიირთვით გემრიელად!



მრავალ შობა-ახალ წელს დაესწარით ბედნიერად!


თქვენი მაშა








1
65
8-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
65
  
2013, 21 დეკემბერი, 12:18
მიყვარს. :)
0 1 1