საზოგადოება ლიკა ლაბაძის თამამი ჩაცმულობა საზოგადოების განხილვის საგნად იქცა 2013, 20 დეკემბერი, 2:11 როდესაც ცნობადი სახე ხარ საზოგადოების ყურადღება არ გაკლია, რასაც თან სდევს ბევრი კრიტიკაც და თანადგომაც. ლიკა ლაბაძე და მისი დეკოლტე საზოგადოების განხილვის საგნად იქცა. ზოგიერთები ირწმუნებიან, რომ ტელეწამყვანმა მკერდის ოპერაცია გაიკეთა და მიმზიდველი ფიგურებით იწონებს თავს, ზოგიერთების მტკიცებით კი ტელეკომპანია "იმედი" ლიკასგან ახალ სექსსიმბოლოს ქმნის, არიან ისეთებიც, რომლებიც ამ ყველაფერს დიზაინერებს მიაწერენ. 19 დეკემბერს ლიკა ლაბაძე ღრმა დეკოლტით ვიხილეთ ცეკვავენ ვარსკვლავების სცენაზე. (მას შავი, გრძელი, გამოყვანილი კაბა ეცვა ღრმა დეკოლტით.) საზოგადოების ერთმა ნაწილმა ტელეწამყვანის თამამი ჩაცმულობა მოიწონა, სხვებმა კი კრიტიკა არ დაიშურეს. ლიკა თამამ დეკოლტეში რამდენიმე გადაცემის წინაც ვიხილეთ, ვერცხლისფერ გამოყვანილ კაბაში გამოწყობილი ტელეწამყვანის ჩაცმულობა საზოგადოების განხილვის საგანი გახლდათ. მაშინ ლიკამ აღნიშნა, რომ სექსუალური ქალის იმიჯი მისთვის მისაღებია და თავსაც ძალიან კომფორტულად ვგრძნობდიო.
შეგახსენებთ, რომ პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილეთა და წამყვანთა ჩაცმულობაზე დიზაინერები მარი და ზენკა ზრუნავენ. ყოველდღიურად იკერება ახალ-ახალი სამოსი, დიზაინერები მონაწილეთა აზრის გათვალისწინებით ქმნიან სამოსს. ლიკაც დიზაინერებთან ერთად განიხილავს, როგორი კაბა და ვარცხნილობა მოუხდება.
910 9-ს მოსწონს
|