ნამცხვრები მარწყვის ტორტი იოგურტით 2013, 19 დეკემბერი, 23:22 ინგრედიენტები ბისკვიტისთვის: 2- კვერცხი 120გრ - შაქარი 120გრ - ფქვილი კრემი: 500გრ - ცივი იოგურტი 120 – 150 გრ შაქრის პუდრა. 2 სკ - ლიმონის წვენი 400 მლ ნაღები 30 % 18 გრ ჟელატინი დასანამად: 100გრ - მარწყვი 50გრ - მარწყვის სიროფი 100-150 მლ - წყალი ერთი სუფრის კოვზი სახამებელი 10-12 ცალი - ორცხობილა მომზდების წესი გამოვჭრათ ნამცხვირის ქაღალდისგან მრგვალი ფორმა. ჩავრთოთ ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსზე, ეს ქაღალდი ჩავაფინოთ ნამცხვრის ფორმაში. ეხლა მოვამზადოთ ბისკვიტი: ჯამზე გავტეხოთ კვერცხი და დავამატოთ შაქარი, ვთქვიფოთ მანამ სანამ შაქარი ბოლომდე არ გაიხსება და მასა არ გათეთრდება. კვერცხები კარგად რომ აითქვიფოს უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის ამიტომ წინასწარ გამოვიღოთ მაცივრიდან. ორჯერ გავცრათ ფქვილი და დაამატეთ ათქვეფილ მასას, ცომი მოვზილოთ ერთნაირი მოძრაობით, მაგრამ რაც შეიძლება სწრაფად, რომ კვერცხები არ გაცივდეს. უნდა მივიღოთ ფაფუკი ბისკვიტის ცომი. შემდეგ ჩავასხათ ფორმაში. გამოვაცხოთ ბისკვიტი 20-25 წუთის მანძილზე. იმისათვის რომ გავიგოთ გამომცხვარია თუ არა შევამოწმოთ ხის ჩხირით. ცხელზევე მოაცილეთ ქაღალდი და აცალეთ გაგრილება. დაასხით წყალი ჟელატინს და დადეთ ცალკე. მარწყვი კარგად გარეცხეთ, დაჭერით ხილი ერთნაირ ნაჭრებად, შემდეგ დაჭერით ორცხობილა ორ ნაჭრად. ცალკე იოგურტი და შაქრის ფხვნილი აურიოთ ერთმანეთში. მზა ჟელატინი შევდგათ ნელ ცეცხლზე და კარგად ვურიოთ. ჟელატინს შევურიოთ იოგურტი 40 გრამი რომელსაც აქვს პუდრა, შედეგ დანარჩენიც და კარგად ვურიოთ. ჯამში ჩავასხათ ნაღები ავთქვიფოთ მიქსერით სანამ არ მივიღებთ ჰაეოროვან მასას. შემდეგ შევურიოთ ეს ნაღები კრემს რომელიც უკვე გავამზადეთ იოგურტისგან. ლამაზ თეფშზე დავდოთ ბისკვიტი და კრემის სქელი ფენით დავფაროთ ბისკვიტი. კიდეებზე შემოვულაგოთ შუაზე გაჭრილი ორცხობილა.(ისე თითქოს ორცხობილით შემოვღობეთ). კრემზე ზემოდან დავალაგოთ ხილი და ვეცადოთ რომ შემოღობილი ამოვავსოთ კრემით. კრემი კარგად გავასწოროთ და შევდოთ მაცივარში. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ 20მლ წყალში ჩავყაროთ კრახმალი. დავამატოთ მარწყვი და მიქსერით გავაკეთოთ პიურე, შემდეგ გავატაროთ თხელ ცხრილში ისე, რომ მივიღოთ ერთფეროვანი ფაფა. პატარა ქვაბში ჩავასხათ მარწვის სიროფი დავამატოთ კრახმალიანი წყალი და ხილის პიურე რომელიც უკვე მომზადებული გვაქვს და შემოვდგათ ცეცხლზე. ვადუღოთ მასა მანამდე სანამ არ დაიწყებს გამაგრებას, ამის შემდეგ გადმოვდგათ და ვაცალოთ გაგრილება. მაცივრიდან გამოვიღოთ ტორტი ზემოდან წავუსვათ გაცივებული ფაფა და დავაბრუნოთ მაცივარში. რომ გამოვიღებთ მაცივრიდან შეგიძლიათ მოაყაროთ თეთრი შოკოლადი. გემრიელად მიირთვით! 117 6-ს მოსწონს
|