x
image
რედაქტორი
ვაშლის პეროგი კეფირით

image


ინგრედიენტები:

კეფირი - 1 ჭიქა

კვერცხი - 2 ცალი

კარაქი - 250 გრ


შაქარი ერთი ჭიქა

ვანილი - ერთი ჩაის კოვზი

ვაშლი - 2 ცალი

ფქვილი 1.5 ჭიქა

სოდა – ნახევარი ჩაის კოვზი

შაქრის პუდრა

დარიჩინი

მარილი


მომზადების წესი:

კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ მიქსერით, დავამატოთ ვანილი, მარილი და გამდნარი კარაქი და მიქსერით კიდევ ერთხელ კარგად ავურიოთ.დავამატოთ კეფირი და კიდევ ავურიოთ. შემდეგ დავამატოთ სოდა ძმართან ერთად, დავამატოთ ფქვილი და კარგად მოვზილოთ. შემდეგ მოვამზადოთ ვაშლი, ის უნდა დავჭრათ თხელ ნაჭრებად.

ნამცხვრის მრგვალ ფორმას წავუსვათ ცხიმი და დავასხათ ნახევარი ცომი, შემდეგ მოვაწყოთ დაჭრილი ვაშლის ნაჭრები, დავაყაროთ შაქარი და დარიჩინი ზემოდან დავასხათ მეორე ფენა ცომი. შემდეგ შევდოთ კარგად გაცხელებულ ღუმელში 180 გრადუსზე, 40 წუთის განმავლობაში. რომ გამოცხვება გამოვიღოთ, ვაცადოთ გაცივება და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

გემრიელად მიირთვით!

0
547
4-ს მოსწონს
ავტორი:რედაქტორი
რედაქტორი
547
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0