x
image
პერსეპოლისი
ნისლიანი ლონდონი (ფოტოები)

image


ლონდონი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქია. მდებარეობს მდინარე თემზაზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში .
ლონდონი არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და მიმზიდველი ქალაქი, რომელიც სავსეა სანახაობებით.მას სტუმრობს
მილიონობით ადამიანი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.მდინარე ტემზა, რომელიც მიედინება ლონდონში არის
ადგილი საიდანაც შეგიძლია დაათვალიერო მთელი ქალაქი.ის ბრიტანეთის ყველაზე დიდი და დასახლებული არეა, ცნობილია თავისი მნიშვნელოვანი ნაგებობებითა და ისტორიით.
ის არაერთი ადამიანის საოცნებო ქალაქია. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ლონდონი გამორჩეულია ტურისტებისთვის იმითაც, რომ ცნობილია თავისი ნისლოვანებით.
ყველაზე დიდი ნისლი ლონდონს 1952 წელს ახსოვს. 1952 წლის დეკემბრის დადგომას თან ახლდა ცივი, ნისლიანი ამინდები ლონდონში, სიცივის გამო მოსახლეობამ დიდი ოდენობით ნახშირის წვა დაიწყო(ამ დროს ლონდონში ძირითადი საწვავი ნახშირი იყო).გამონაბოლქვი გარემოში დიდი ოდენობით
ხვდებოდა, ერეოდა ნისლს და საბოლოოდ სმოგი გამოიწვია.ნისლი
ისეთი იყო რომ მოსახლეობას ქუჩაში გადააიდგილება უჭირდა, ნისლის ფენა მთელს ლონდონს მოედო, აღწევდა დახურულ
შენობებში.მაგრამ ყველაზე საშიში ის იყო, რომ ეს ნისლი ნახშირის
წვის შედეგად გამოყოფილ მომწამლველ ნივთიერებებს შეიცავდა.გავრცელდა სხვადასხვა სასუნთქი გზების დაავადებები
და საბოლოოდ 12 000 ადამიანი გარდაიცვალა.

ნისლი ლონდონში ჩვეულებრივი მოვლენაა, რაც თავის მხრივ უფრო
მეტად მატებს მას ერთგვარ მიზიდულობის ძალას.


image


imageimageimageimageimageimage


0
175
4-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
175
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0