სალათები ''გვირილებიანი მინდორი"-სალათი საახალწლო სუფრისათვის 2013, 17 დეკემბერი, 16:11 ინგრედიენტები: გრძელმარცვლიანი ბრინჯი-1/2 ჭიქა კონსერვირებული თეთრი სოკო-1 საშუალო ზომის ქილა(450 გრ) სტაფილო-2 ცალი კიტრი-2 ცალი ხახვი-2 თავი კვერცხი-3 ცალი მარილი, წიწაკა-გემოვნებით კამა, სალათის ფოთლები-გასაფორმებლად მცენარეული ზეთი-3-4 სუფრის კოვზი არაჟანი(15%-იანი)- 200 გრამი მომზადება: ბრინჯი მოვხარშოთ ოდნავ მარილიან წყალში, ისე რომ ფანტია გამოვიდეს. დავყაროთ საწურზე და გადავავლოთ ცივი წყალი.კვერცხები მოვხარშოთ, გავაციოთ და გავფცქვნათ. სტაფილო გავთალოთ და გავხეხოთ მსხვილ სახეხზე, კიტრი დავჭრათ კუბიკებად, ხახვი დავჭრათ ალყა-ალყად, სოკო გადმოვიღოთ ქილიდან და დავყაროთ საწურზე. გაწურული სოკო მოვშუშოთ ცოტაოდენ ხახვსა და ზეთში. მოვამზადოთ ცალკე თასში სოუსი:შევურიოთ ერთმანეთს არაჟანი, ზეთი, მარილი და შავი წიწაკა. სალათი ავაწყოთ შემდეგნაირად: ფართო სასალათეზე მოვათავსოთ სალათის დატეხილი ფოთლები, გავშალოთ ზედ ბრინჯი, გადავუსვათ სოუსი, მოვათავსოთ სტაფილო-ისევ სოუსი, შემდეგ მოშუშული სოკო-კვლავ სოუსი, კიტრი, ხახვი და მათაც გადავუსვათ სოუსი. გადავასწოროთ დანით ლამაზად. გავაკეთოთ გვირილები შემდეგნაირად: კვერცხის ცილა დავჭრათ ალყისებურად სიგრძეზე, გული კი დავფხვნათ წვრილად. შუაში მოვათავსოთ გული, გარედან შემოვუწყოთ ცილა ყვავილის ფურცლების მსგავსად. გავალამაზოთ კამის ტოტებით. მიირთვით გემრიელად! 544 10-ს მოსწონს
|