ცომეული პური ყველითა და ნივრით 2013, 17 დეკემბერი, 14:46 ინგრედიენტები:
● პური (ბატონი, უმჯობესია მეორე დღის) - 1 ცალი
● ყველი - 100 გ.
● კარაქი - 100 გ.
● ნიორი - 2-3 კბილი ● ოხრახუში და კამა - გემოვნებით მომზადება: გავხეხოთ ყველი, წვრილად დავჭრათ ნიორი, ასწვე წვრილად დავჭრათ მწვანნილები და ეს ყველაფერი ავურიოთ გამდნარ კარაქში. პური დავსეროთ სურვილისამებრ (დიაგონალზე, სიგრძეზე, სიგანეზე და ა.შ.) და ამოვავსოთ მიღებული მასით. შემდეგ პური შევახვიოთ ფოლგის ქაღალდში და გავაჩეროთ ღუმელში 200 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე 20 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ მოვაცალოთ ფოლგის ქარადი და 5 წუთი გავაჩეროთ, გარედან მიიღოს მოყავისფრო ფერი და... გემრიელად მიირთვით 407 6-ს მოსწონს
|