ცომეული პიცა 2013, 27 სექტემბერი, 22:11 ინგრედიენტები:
პიცის ცომისთვის: * ფქვილი - 250 გ. * კარაქი ან მარგარინი - 50 გ. * საფუარი - 25 გ. * მარილი - 1 ჩაის კოვზი * შაქარი - 1 სუფრის კოვზი * რძე (თბილი) - 1 ჭიქა პიცის მოსართავად: * სოკო - 200 გ. * სოსისი - 2 ცალი * ყველი - 100 გ. * ხახვი - 1 ან 2 ცალი * ბადრიჯანი - 2 ცალი * სტაფილო - 1 ცალი * პამიდორი - 3 ცალი * კვერცხი (მოსასხმელად) - 1 ცალი * კეტჩუპი - 1 სუფრის კოვზი * მაიონეზი - 3 სუფრის კოვზი * რძე - 1/2 სუფრის კოვზი * ოხრახუში და კამა - მოსართავად მომზადება: მოვზილოთ ცომი და დავდგათ თბილ ადგილას 2 საათის განმავლობაში. გაფუვების შემდეგ ცომი დავდოთ ტაფაზე, ზემოდან მოვასხათ 1 სუფრის კოვზი კეტჩუპი და მაიონეზი, დავალაგოთ ზემოდან ჩვენი ინგრედიენტები პამიდვრის გარდა და შევდგათ გამოსაცხობად. როდესაც ყველა ინგრედიენტი მზად იქნება, პიცას დავალაგოთ ზემოდან მრგვლად დაჭრილი პამიდორი და მოვასხათ ზემოდან არეული რძე, მაიონეზი და კვერცხი. შემდეგ მოვაყაროთ გახეხილი ყველი, მოვრთოთ მწვანილებით და შევდგათ კვლავ ცოტა ხნით ღუმელში. ამის შემდეგ... გემრიელად მიირთვით 42 9-ს მოსწონს
|