ყველაზე გემრიელი და უბრალო ტორტი.
ცომის ინგრედიენტები:
2ჭიქა - ფქვილი
6ცალი -კვერცხი
2ჭიქა შაქარი
ვანილი - ერთი შეკვრა
კრემის ინგრედიენტები:
ერთი ქილა შედედებული რძე
200გრ - კარაქი.
ვანილი - ერთი შეკვრა.
მოსართავად - 200 გრამი შოკოლადი
მომზადება:
ცომი უნდა გაამზადოთ როგორც შარლოტას ცომი. ავიღოთ ფქვილი კვერცხი და შაქარი, აურიოთ დაუმატოთ ვანილი, რამდენიმე კოვზი კონიაკი ან ლიქიორი გემოვნებით, ავურიოთ კარგად. მიღებული მასა გავყოთ რამდენიმე ნაწილად იმის მიხედვით რა ზომის ყალიბში
ვაცხობთ. (ყალიბზე აუცილებლად წავუსვათ ცხიმი)
გავამზადოთ კრემი: ავთქვიფოთ კარაქი ვანილი და შედედებული რძე ერთგვაროვანი ფაფუკი მასის მიღებამდე.
გამომცხვარ ფენებს ჩამოვაჭრათ კუთხეები და დავაფხვიეოროთ თასზე. ეს მასა შევურიოთ ნაწილ კრემს. ერთ ფენას გადავუსვათ მიღებული გულსართი მეორეს-კრემი ასე გავიმეოროთ დანარჩენ ფენებზე, ზემოდან მოვასხათ ორთქლზე გამდნარი შოკოლადი.