ცომეული გემრიელი ცხობილი 15 წუთში 2013, 17 დეკემბერი, 0:03 თუ მეგობრებმა დაგირეკეს და გითხრეს რომ 15 წუთში გეწვევიან, თქვენ შეგიძლიათ მათ დახვდეთ გემრიელი კერძით. რომელიც უხდება როგოც ჩაის ასევე სასმელს. მზადდება სწრაფად მარტივად და გამოდის ძალიან გემრიელი. ინგრედიენტები. თეთრი ბატონი პური შებოლილი ძეხვი (ნებისმიერი) – 200 გრ პომიდორი(ცოცხალი) – 2 ცალი ზეთისხილი უკურკოდ რამდენიმე ცალი. ბულგარული წიწაკა - ერთი ცალი მაგარი ყველი მოსახეხად. მაიონეზი - 300-400 გრ მოვამზადოთ ინგრედიენტები. დიდ თეფშზე მწვრილად დავანაკუწოთ პური, დავჭრათ ჩამოთვლილი ინგრედიენტები დავამატოთ მაიონეზი და ავურიოთ. ავიღოთ ტაფა დავდოთ მიღებული მასა და გავასწოროთ. ზევიდან დავალაგოთ რაც გვექნება სახლში, სოკო, პომიდორი, ზეთილ ხილი. ანუ ის ინგრედიენტები რომელიც თქვენ უფრო მოგწონთ. ზემოდან დავახეხოთ ყველი. შევდოთ ღუმელში სანამ ყველი არ გადნება. (ვაცხობთ 180 გრადუსზე, 10 წუთი) ჩვენი გემრიელი ცხობილი მზადაა. 1839 6-ს მოსწონს
|