ტკბილეული ვაშლები კარამელით 2013, 16 დეკემბერი, 22:00 ![]() კარამელიანი ვაშლის მომზადება ძალიან ადვილია მთავარია კარგად შევარჩიოთ ვაშლი. ვაშლი უნდა იყოს ტკბილი და ფხვიერი რათა ჩაკბეჩის დროს კარამელი კარგად შეერიოს ვაშლს. ინგრედიენტები. 6 – მწიფე და ტკბილი ვაშლი 300გრ - შაქარი 20გრ - ნაღების კარაქი 1სკ- თეთრი ღვინო ან ვაშლის ძმარი 1სკ- წყალი. 30მლ - ნაღები (20-30% ცხიმოანობის) ერთჯერადი ხის ჩხირები . ![]() ვრეცხავთ ვაშლებს და ვამშრალებთ, ვაჭრით ყუნწებს და ვარჭობთ ჩხირებს. ![]() დავდდგამთ ნელ ცეცხლზე მანამდე სანამ არ მიიღებს ყავისფერს. ![]() შესამოწმებლად მზად არის თუ არა ვასხამთ ცოტას თეფშზე და თუ გამაგრდა მზადაა. ამოვავლებთ ვაშლებს კარამელში და ცხიმ წასმულ თეფშზე დავალაგებთ რომ არ დაეწეპოს. ვაცლით კარამელს გაგრილებას და შეგვიძლია მივირთვათ. 86 5-ს მოსწონს
|