x
image
რედაქტორი
დამწვრობის და სხვა დაზიანებათა პირველადი დახმარების საშუალებები სამზარეულოში.

imageთუ გაზქურუდან ან ელექტრო ღუმელიდან ტანსაცმელზე შემთხვევით ცეცხლი წაგეკიდათ, ძირს დაგორდით და შეეცადეთ ალი ჩააქროთ, ამ მიზნით შეიძლება საბანი ან სქელი ქსოვილი გამოიყენოთ.

ტანსაცმლის გახდისას მიმწვარ ქსოვილზე კანს ნუ ააძრობთ, გარშემო შემოიჭერით.

მკურნალობის საუკეთესო ვარიანტია საჭმელი სოდის და ზეითუნის ზეთის წასმა, სოდა ანეიტრალებს წყლულზე წარმოქმნილ მომწამლავ მჟავებს, ზეითუნის ზეთი კი ალბობს ჭრილობას და აღარ დაგისკდებათ. კარგია დამწვარზე დასაფენად კომბოსტოს წვენით გაჟღენთილი მარლა ან გახეხილი კომბოსტოს დადება.

ალოეს ფოთლები გაჭერით სიგრძეზე და სველი მხრიდან დაიდეთ დამწვარ ადგილებზე.

დამწვრობის დროს ტკივილების გასაჩერებლად და ჭრილობის მოსაშუშებლად კვერცხის ცილაში ამოვლებული ქსოვილი დაიდეთ.

მსუბუქი დამწვრობის დროს კარგია ვაშლის სქელი ფენის დადება. ასევე კარგია დაფქული მშრალი ჩაის მოყრა.

დამწვრობას შველის უმი, გახეხილი გოგრის რბილობის საფენები. კარგია ჭინჭრის ნახარშის საფენები.

თუ დანით ხელი გაგეჭრათ, გახეხილი კომბოსტო დაიფინეთ, იგი აჩქარებს შეხორცებას.

ლობიოს გამხმარი მარცვლებისაგან ამზადებენ ფქვილს, რომელსაც იყენებენ მოსაფრქვევად ჭრილობის დროს დაზიანებულ ადგილზე.

თუ გაჭრილი ხელი გაგიმიზეზდათ, კვერცხის ყვითელი გული და არაყი ათქვიფეთ გათეთრებამდე და დაიდეთ მალამოსავით.

2
282
12-ს მოსწონს
ავტორი:რედაქტორი
რედაქტორი
282
  
2013, 15 თებერვალი, 17:29
კარგია ადრე მცოდნოდა კარგია:)
2013, 14 თებერვალი, 22:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2