ტკივილი ხელებსა და ფეხებში.
ზოგჯერ დაღლილ ადამიანს, უძილობის შემდეგ, ნერვიული შერყევებისას უჩნდება ტკივილები ხელებსა და ფეხებში. ამასთან, ისეთი აუტანელი, ძლიერი, რომ ადამინს არ შეუძლია არც დაჯდომა,
არც დაწოლა. ნუ ჩქარობთ ფხვნილების მიღებას. უკეთესია მიიღოთ მარილიანი ანწიწვიან აბაზანა ისეთი ტემპერატურის, როგორის ატანაც კი შეგიძლიათ. მშვიდად მთლიანად მოშვებული, რაიმე სასიამოვნოზე ფიქრით, იჯექით ამ აბაზანაში ოციდან ორმოც წუთამდე. შემდეგ ერთი ჭიქა თბილი წყალი თაფლით, ანდამამშვიდებელი ბალახების ნახარში და - საწოლისაკენ. სამი დღის შემდეგ მომქანცველი ტკივილები სავსებით გაქრება.ფეხები რომ არ შეგიშუპდეთ საჭიროა სელის
თესლის გამონახარშის სმა. მომზადების წესი: 4 ჩაის კოვზი სელის თესლი ერთ ლიტრ წყალზე, ადუღეთ 10-15 წუთი. შედეგ დაადგით ქვაბი თბილ ადგილას. დააყენეთ ერთი საათი. შეიძლება არ გაიწუროს. სვით ნახევარი ჭიქა ყოველ ორ საათის შემდეგ 6-8-ჯერ დღეში, უკეთესია ცხლად. შესანიშნავი შედეგები მიიღწევა 2-3 კვირის შემდეგ.
როცა ტერფები იწყებენ ტკივილს, წვას, ამის ლიკვიდირება იოლია. აუცილებლად ყოველ საღამოს გაიკეთეთ აბაზანები ფეხებისათვის. დაიწყეთ ასე. აიღეთ ორი ჯამი, დასაწყისში ფეხები ჩადეთ ცხელ
წყალში, შემდეგ თბილში. რამდენიმე დღის განმავლობაში თბილი წყალი თანდათანობით შეცვალეთ ცივით. ერთი სეანსის დროს ცვალეთ ცხელი და ცივი წყალი რამდენჯერმე. შემდეგ ფეხები კარგად გაიწმინდეთ უხეში პირსახოცით. თუ ზაფხულია, იარეთ ფეხშიშველამ ხის იატაკზე ან ბალახზე. ზამთარში ჩაიცვით შალის წინდები.
ცხელ წყალს აუცილებლად დაუმატეთ გვირილის, აბზინდის, მუხის ქერქის, პიტნის, ქრისტეს სისხლის გამონახარში. შეიძლება შემოიფარგლოთ მარილით ერთი - ორი კვირის შემდეგ დაივიწყებთ, რომ ფეხის ტერფები გეწვოდათ, ფეხები გახდება მსუბუქი, თქვენ
სიამოვნებით დაიწყებთ ბევრ სიარულს. აბაზანები შეიძლება და უნდა
გააერთიანოთ ვარჯიშებთან ფეხებისათვის. გააკეთეთ ტერფებით წრიული მოძრაობები, მოხარეთ და გაშალეთ ტერფები, თითები, დადექით თითებზე, ქუსლებზე.