x
image
worldsport.ge
მაკაი გაძლიერებას ითხოვს

image“კარდიფის” მთავარი მწვრთნელი მალკი მაკაი მიიჩნევს, რომ მის გუნდს ყველა რგოლის გაძლიერება ჭირდება, რათა წარმატებით გასწიოს კონკურენცია ინგლისის პრემიერლიგაში.
საკუთარ სურვილებთან დაკავშირებით 41 წლის შოტლანდიელმა სპეციალისტმა Sky Sports-თან ისაუბრა.
“ძალიან კარგი იქნება, თუ სამ ხარისხიან ფეხბურთელს შევიძენთ, რათა შემადგენლობა გავაძლიეროთ. მჭირდება როგორც მცველი და ნახევარმცველი, ასევე შემტევი ფეხბურთელი. ამის შესახებ პრეზიდენტს დაველაპარაკები, ის თავის მხრივ დირექტორთა საბჭოს და კლუბის მფლობელებს გააცნობს ჩემს პოზიციას და მხოლოდ ამის შემდეგ გავიგებ, თუ რისი იმედი უნდა მქონდეს” - განაცხადა მწვრთნელმა.
16 თამაშის შემდეგ “კარდიფს” 17 ქულა აქვს, სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზეა და 4 ქულა აშორებს გასავარდნ ზონას.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
8
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0