სხვა
ბანდიტებმა 20 ტონა ყველი გაიტაცეს.
2013, 15 დეკემბერი, 20:16
![ბანდიტებმა 20 ტონა ყველი გაიტაცეს. image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201312/2013121520141710110.jpg)
მძარცველებმა 20 ტონა ყველი გადმოტვირთეს "ტრაილერიდან" და მიიმალნენ.
პარკირებაზე მდგომი ტრაილერის მძღოლი დააყაჩაღეს ქალაქ ვლადიმირის შემოსავლელი გზის 46–ე კილომეტრზე. მძღოლს წაართვეს 55 000 "რუბლი" და "ტრაილერიდან გაიტაცეს 20 ტონა ყველი.
მძღოლის განმარტებით ბანდიტებმა ის აიძულეს მიეღო მისთვის გაურკვეველი აბები, რომლის მიღების შემდეგაც "გაითიშა" და როცა გონზე მოვიდა მისი საფულე და "ტაილერის" ტვირთი უკვე გამქრალი იყო.
"Scania"–ს ბელორუსი მძღოლის თქმით ის გონზე მოვიდა მანქანის კაბინაში, კამეშკოვსკის რაიონის სოფელ მარინკასთან ახლოს.
დაყაჩაღების შედეგად მიყენებული ზარალი შეფასდა 4 მილიონ "რუბლად" იუწყება "Интерфакс".