სალათები "პინგვინები" ზეთისხილის და ყველისაგან 2013, 13 დეკემბერი, 22:59 გამარჯობა, ჩემო ხელმარჯვე დიასახლისებო, ამჯერად შემოგთავაზებთ ძალიან ორიგინალურ საუზმეს, რომელიც დაამშვენებს თქვენს საახალწლო სუფრას. მასალა: 18 ცალი დიდი ზომის ზეთისხილი(კურკების გარეშე) 18 ცალი საშუალო ზომის ზეთისხილი(კურკიანად) 1 ცალი სტაფილო 125 გრამი რბილი ყველი მარილი, მწვანილი-გემოვნებით მომზადება: სტაფილო გავასუფთაოთ, დავჭრათ რგოლებად, რომ გამოვიდეს 18 რგოლი.ამოვჭრათ თითოეული რგოლი სამკუთხედისებურად, რომ პინგვინის ფეხებს გავდეს. ავიღოთ დიდი ზომის უკურკო ზეთისხილი, ჩავჭრათ გვერდი და შიგნით გამოვტენოთ უმარილო ყველის ნაჭრით, ან მარილით და მწვანილით შეზავებული ყველით. ავიღოთ კბილის საწმენდი ჯოხი, მასზე წამოვაცვათ ჯერ დიდი ზეთისხილი, მერე პატარა, ჩავამაგროთ სტაფილოში, რომ ფეხების იმიტაცია გაკეთდეს, სტაფილოში ამოჭრილი სამკუთხედით გავაკეთოთ პინგვინის ცხვირი. მიირთვით გემრიელად! 104 8-ს მოსწონს
|