კერძები ფრინველის ხორცისაგან რულეტი ინდაურის ბარკლების ფილესგან. მდოგვის და ნიგვზის შიგთავსით. 2013, 13 დეკემბერი, 13:47
შემადგენლობა: • ინდაურის ბარკლის ფილე. • მშრალი წითელი ღვინო 150 მლ • ტკბილი მდოგვი 1 სუფრის კოვზი • ნიგოზი • მწვანილი • მარილი • შავი წიწაკა • ტკბილი წიწაკის ფხვნილი გამოვაძროთ ინდაურის ბარკალს ძვლები დავაყაროთ მარილი, შავი პილპილი და დავამატოთ ღვინო და გავაჩეროთ ერთი ღამე. დავფქვათ ნიგოზი ამოვიღოთ ხორცი ღვინის წვენიდან, წაუსვათ მდოგვი და დავტენოთ ხორცი ნიგოზით. დავახვიოთ გაჟღენთილი და ნიგვზით დატენილი ხორცი რულეტივით. ზემოდან მოვაყაროთ შავი პილპილი ან აჯიკა. ფორმა გავაკეთოთ ფოლგის ფურცლისგან, ბრჭყვიალა მხარით ზემოდან და რულეტი მოვათავსოთ ფორმაში. დავახუროთ ფოლგა ყველა მხრიდან. მოვათავსოთ ღუმელში 230 გრადუსზე 35 წუთის მანძილზე ამის შემდეგ მოვხსნათ ფოლგა დაუწიოთ ღუმელს 180 გრადუსამდე და კიდევ გამოვაცხოთ 30 წუთი. რულეტი ბოლომდე გავაცივოთ მაცივარში და ამის შემდეგ მოვხსნათ ძაფები. დაჭრათ ლამაზ ნაჭრებად და გავიტანოთ მაგიდაზე. 211 5-ს მოსწონს
|