x
image
ციცი
Mediator image
მამაკაცი ცოლს გაეყარა იმის გამო, რომ მან მახინჯი შვილები გაუჩინა
image

ეს წარმოუდგენელი ამბავი ჩინეთში მოხდა.

ჯან ფენგმა ცოლს პრეტენზიები წაუყენა იმის გამო, რომ მან შეუხედავი, მახინჯი ბავშვები გაუჩინა.

მათ ყავთ სამი შვილი.

მომჩივან მამაკაცს თავიდან ეგონა, რომ მისი ცოლი რომელიც გამოირჩევა იდეალური გარეგნობით, ღალატობდა მას და ამის გამო ყავდათ მათ შეუხედავი შვილები. წლების მატებასთან ერთად ბავშვები კიდევ უფრო შეუხედავები გახდნენ და მამაკაცს ეჭვი არც კი ეპარებოდა, რომ ისინი მისი შვილები არ იყვნენ. განსაკუთრებით შეუხედავი იყო გოგონა, რომელიც არც მამას გავდა და არც დედას.


ამიტომ უჩივლა მან ცოლს ღალატისთვის, მაგრამ ჩატარებულმა დნმ-ის ანალიზებმა აჩვენეს, რომ ბავშვები მას ეკუთვნოდა.

მხოლოდ ამ ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ ცოლმა აღიარა, რომ მას გათხოვებამდე ჰქონდა გაკეთებული რიგი პლასტიკური ოპერაციები, შეიცვალა იმიჯი და მიიღო ის მომხიბვლელი გარეგნობა, რომლითაც მოხიბლა და შეცდომაში შეიყვანა მისი ქმარი. ქალმა საკუთარი სილამაზისთვის 100 ათასი დოლარი დახარჯა.

კაცი დაუყონებლივ გაეყარა ცოლს და მოითხოვა მორალური ზარალის ანაზღაურება 120 ათასი დოლარის ფარგლებში. იმის გათვალისწინებით, რომ ადგილი ჰქონდა ბანალურ თაღლითობას,

სასამართლომ ჯან ფენგის სარჩელი დააკმაყოფილა და ქალს მოუწია ყოფილი მეუღლისთვის კომპენსაციის გადახდა.




ეს ჯან ფენგის ყოფილი ცოლი პლასტიკურ ოპერაციამდე და პლასტიკური ოპერაციის შემდეგimage

3
815
5-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
815
  
2013, 17 დეკემბერი, 18:44
მაგარია რა მთელი ცხოვრება უყურე მახინჯებს, მაგრად ტეხავს.
2013, 14 დეკემბერი, 0:07
სასიამოვნო ნამდვილად არ არის,მაგრამ თუ ეს ამბავი სურათზე ასახულ ბავშვებს ეხება,მე ამ ბავშვებს სიმახინჯისას ვერაფერს ვატყობ
2013, 13 დეკემბერი, 21:57
აუუ რა ტეხავს )))
0 1 3