შოუბიზნესი ვარსკვლავები, რომლებიც ქურდობაში იყვნენ ეჭვმიტანილები 2013, 13 დეკემბერი, 9:03 1-ვაინონა რაიდერი ბევრჯერ იყო სკანდალებში გახვეული, 2002 წელს მას ბრალი დასდეს ვანდალიზმში, ნარკოტიკების შენახვაში, ხოლო მაღაზია Saks-იდან, რომელიც ბევერლი-ჰილზში მდებარეობს მსახიობმა 5 ათასი დოლარის ტანსაცმელი და აქსესუარები მოიპარა, რისთვისაც მას ჯარიმასთან ერთად საზოგადოებრივი გამოსასწორებელი სამუშაო მიუსაჯეს. 2-ლინდსი ლოჰანი ორი წლის წინ ეჭვმიტანილი იყო საიუველირო მაღაზიიდან ძვირფასი სამკაულის მოპარვაში, თვითონ მსახიობი ამტკიცებდა, რომ არ მოუპარავს და მხოლოდ ქირით აიღო, თუმცა მას არ დაუჯერეს და 4 თვე ციხე მიუსაჯეს. 3-2007 წელს ბრიტნი სპირსმა სექს-შოპიდან პარიკი მოიპარა, აგრეთვე სანთებელა ბენზოგასამართი სადგურიდან. 4-პიჩეს გელდოფმა მოიპარა კოსმეტიკური საშუალებები მაღაზია Boots-იდან 2011 წელს. 5-კორტნი ლავი მაისურის ქურდობის ფაქტზე დაიჭირეს, სულ ახლახან კი ბრილიანტის კოლიეს ქურდობაში იყო ეჭვმიტანილი, რომლის ფასი 144 ათასი დოლარია. 6-ჩინელი მსახიობი ბაი ლინგი ლოს-ანჯელესის აეროპორტში დააკავეს, ბატარიების და ჟურნალების ქურდობის გამო, იგი 700$-ით დააჯარიმეს. 142 2-ს მოსწონს
|