ნამცხვრები მუსიკალური ორცხობილა 2013, 12 დეკემბერი, 16:27 ისინი ძალიან გემრიელი და მუსიკალურია! ძალიან ტკბილია და ჰაეროვანი ინგრედიენტები: ფქვილი - 450 გრ შაქარი - 350 გრ კვერცხი გული - 2 ცალი. რძე - 50 მლ ნაღების მარგარინი - 250გრ ჯემი - 250გრ ძმარი - 2 სკ სოდა - 1სკ ვანილი - გემოვნებით მომზადება: გავფქვიფოთ კვერცხის გული შაქართან, დავამატოთ გაფხვიერებული მარგარინი ფქვილთან ერთად. დავამატოთ სოდა ძმრით ვანილი და აურიოთ მასა. ერთი მესამედი მასა სისქით 1სმ დავდოთ ტაფაზე. ზემოდან წავუსვათ ჯემი და დავაფაროთ მეორე თხელი ფენა. ანუ დავაფაროთ თხლად გაბრტყელებული იგივე მასა. გამოვაცხოთ კარგად გაცხელებულ დუხოვკაში. რომ გამოცხვება და ცოტა გაგრილდება დავჭრათ კვადრატებად. მოვხატოთ ნამცხვარი მუსიკალური ვიოლინოს გასაღების მსგავსად გამდნარი შოკოლადის ფენით. გემრიელად მიირთვით! 94 6-ს მოსწონს
|