x
image
worldsport.ge
მანჩინი: “არ უნდა გვეთამაშა”

image“გალათასარაის” მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი, “იუვენტუსის” ძლევისა და ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში გასვლის მიუხედავად, მაინც მიიჩნევს, რომ მისი გუნდისა და ტურინელების ასეთ ამინდში თამაში არ ღირდა.
“გალათასარაისა” და “იუვენტუსის” თამაში სამშაბათს უნდა გამართულიყო, მაგრამ მატჩი უამინდობის გამო შეწყდა. შეხვედრა ოთხშაბათს, გამოკეთებულ, მაგრამ მაინც არადამაკმაყოფილებელ მეტეოროლოგიურ პირობებში დასრულდა. თამაშის შემდეგ, წაგებული “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ გუნდებს ასეთ პირობებში არ უნდა ეთამაშათ. თანამემამულეს მანჩინიც ეთანხმება.
“უკეთესი იქნებოდა, თუ ეს თამაში არ ჩატარდებოდა. ვხედავდით, რომ შექმნილი ვითარება ფეხბურთელებისთვის სახიფათო იყო და ამიტომ, თამაში არ ღირდა.
თუმცა, მოგებისთვის “იუვენტუსზე” მეტად გავისარჯეთ და შემდეგ ეტაპზე გასვლა დავიმსახურეთ. ეს რთული იყო. პირადად მე თამაშის გადადების მომხრე ვიყავი.” – ციტირებს მანჩინის სიტყვებს Sky Italia.

მიშა ზაქარეიშვილი

www.worldsport.ge

0
239
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
239
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0