ნამცხვრები ყველასათვის საყვარელი პეროგი "ზებრა".მარტივი და გემრიელი(მაშას რეცეპტებიდან) 2013, 11 დეკემბერი, 15:59
"ზებრა"ეს არის ჩემი ნომერი პირველი უსაყვარლესი ნამცხვარი.ამ პეროგის დაცხობა, ჯერ კიდევ ბავშვობაში ვისწავლე და დღესაც შეუცვლელია ჩემთვის და ჩემი ოჯახის წევრებისთვის.უბრალო და ძალიან გემრიელია. გთავაზობთ ამ პეროგის მომზადების ჩემებურ ვერსიას.
საჭირო პროდუქტები: –5კვერცხი –1.5–2ჭიქა შაქარი –მარგარინი–150-200გრ.(გამდნარი და შეგრილებული) –0, 5ჩ.კ სოდა(ძმრით ამოყვანილი) –ფქვილი–2ჭ(250-270გრ) –კაკაოს ფხვნილი მომზადების წესი ეტაპობრივად: (ფოტოების დართვით) 1.კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად კარგად–გათეთრებამდე. 2.დავუმატოთ არაჟანი სოდით და ძმრით, გამდნარი მარგარინი, 1, 5ჭიქა გაცრილი ფქვილი და ვურიოთ კარგად, ვიდრე არ გაიხსნება ფქვი- ლი და ერთიან მასას არ მივიღებთ.(უმჯობესია მიქსერით) 3.გავყოთ მიღებული ცომი 2 თანაბარ ნაწილად და ერთ ნაწილს და- ვუმატოთ 2ს.კ ფქვილი და ავურიოთ კარგად. 4.მეორე ნაწილს კი დავუმატოთ 2ს.კ.-კაკაოს ფქვილი(გაცრილი) და მოვურიოთ კარგად ვიდრე არ გაერთიანდება.ცომი უნდო იყოს დასასხმელი. 5.მოზრდილ ნამცხვრის ყალიბს(D=26-28სმ)წავუსვათ ცხიმი და ცენტრში რიგრიგობით დავიწყოთ ცომის დასხმა სუფრის კოვზობით, არ ავურიოთ ერთმანეთში. 6.საბოლოოდ კი მივიღებთ ასეთ შედეგს: 7.გამოვაცხოთ პეროგი "ზებრა"190-200 გრადუსზე წინასწარ გახურებულ აირღუმელში, ნახევარი საათის განმავლობაში.თუკი თავზე მალე გადაწითლდება და გულში არ არის გამომცხვარი, როცა ხის ჩხირით გავსინჯავთ, დავუწიოთ ცოტა ღუმელს და თავზე ტყვიის ქაღალდი(ფოლგა) დავაფაროთ მზადყოფნამდე. ჩვენი გემრიელი "ზებრაც"მზად არის.მე უბრალოდ ასეთი ზებრა მიყვარს, მაგრამ შეგიძლიათ კრემითაც მორთოთ, უხდება მოხარშული შედედებული რძის(სგუშონი მალაკოს)კრემიც და თავზე მოვაწუწოთ გამდნარი შოკოლადი.ან უბრალოდ კრემის გარეშე მოვასხათ მდნარი შოკოლადი, მაგრამ ძალიან ტკბილი რომ არ გამოვიდეს, ცომში შაქრის რაოდენობა უნდა შევამციროთ.მე მგონი ისე გასაგებად ავხსენი, არც დამწყები დიასახლისებისთვის იქნება ამის მომზადება ძნელი.გააკეთეთ ჩემი რეცეპტით ეს უგემრიელესი და უმარტივესი “ზებრა" და... მიირთვით გემრიელად! თქვენი მაშა 6941 11-ს მოსწონს
|