ნამცხვრები ორცხობილა შოკოლადით 2013, 10 დეკემბერი, 17:59 ცომი: წყალი - 1 ჭიქა კარაქი - 100 გ ფქვილი - 1 ჭიქა კვერცხი - 4-5 ცალი. (დამოკიდებულია ზომა) კრემი: კვერცხი - 1 შაქარი - 1 ჭიქა (ან გემოვნებით) რძე - 1 ჭიქა კარაქი - 200-300 გ ვანილის შაქარი - 10 გ დამატებით: შოკოლადი შავი - 50-70 გ ან შაქრის ფხვნილი - გემოვნებით 1.კასრულში ჩავაჭრათ კარაქი და დავასხათ წყალი მივიყვანოთ ადუღებამდე ნელ ნელა დავამატოთ ფქვილი ძალიან ცოტ ცოტა და მუდმივად ურიოთ, გადმოვიღოთ ცეცხლიდან და ცოტა შევაგრილოთ. 2. ავიღოთ კვერცხი, ცალ ცალკე გავთქვიფოთ, მიქსერით ან ხელით. 3.გავახუროთ ღუმელი 175 გრადუსზე. წავუსვათ კარაქი ტაფას კოვზით ან საკონდიტრო შპრიცით დავსვათ შარიკები, შემდეგ შევდოთ დუხოვკაში ვაცალოთ ამოსვლა, კარი არ გაუღოთ. გაწითლებამდე ვაცხოთ 25-30 წუთი ეყოფა. თუ კარგადაა შეწითლებული მზადაა. კრემი: აურიოთ ერთი კვერცხი ერთ ჭიქა შაქარში, ცალკე ავადუღოთ რძე და აურიოთ ამ მასას, დავადგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. გადმოვიღოთ ცეცხლიდან და ურიოთ რომ გაგრილდეს დავამატოთ კარაქი, ვანილი კარგად ავთქვიფოთ რომ მივიღოთ კარგი მასა, უნდა ინარჩუნებდეს ერთ ფორმას. ორცხობილა ამოვავსოთ კრემით.(გემოვნების მიხედვით რამდენიც გინდათ იმდენი ჩადეთ). თავზე მოვასხათ გამდნარი შოკოლადი ან დავაყაროთ შაქრის პუდრა და გავაჩეროთ ცოტახნით მაცივარში, რომ შოკოლადი კარგად გაცივდეს. გემრიელად მიირთვით! 99 6-ს მოსწონს
|