ცომეული სიგარა სომხური ლავაშით და უგემრიელესი შიგთავსით 2013, 10 დეკემბერი, 15:00 როგორ მოვამზადოთ სიგარა ლავაშისგან ინგრედიენტი: დიდი სომხური ლავაში ხაჭო - 450 გ კვერცხი - 3 ცალი. მარილი კამა - რამდენიმე ღერი მცენარეული ზეთი შიგთავსის მომზადება: გემოვნების მიხედვით გავუკეთეოთ ხაჭოს მარილი, დავამატოთ კამა და კვერცხის გული (150გრ) შეიძლება დავამატოთ ერთი კბილი ნიორიც. ყველაფერი კარგად ავურიოთ და მზადაა შიგთავსი. ლავაში დავჭრათ 10-12 სანტიმეტრის ნაჭრებად, ლავაშზე დავადოთ ერთი სტოლის კოვზი შიგთავსი, მეორე მხარეს წავუსვათ ათქვეფილი ცილა, შემდეგ გადავახვევთ ლავაშს და დავდებთ ზეთიან ტაფაზე და შევბრაწავთ ყველა მხრიდან. შემწვარი სიგარა უნდა დავდოთ სალფეთქზე, რომ განთავისუფლდეს ზედმეტი გამოსული ცხიმისგან. 1887 8-ს მოსწონს
|