x
image
K.P.
ყოფილი ცოლის ნაძაგები ტარიელ სუარი კაცობაზე ალაპარაკდა

image
ახალდაქორწინებული წყვილი, ტარიელ სუარი და ია ფარულავა საზოგადოებას თავიანთი ზღაპრული სიყვარულით აოცებდნენ. სოციალურ ქსელში გაჩაღებული რომანი, რომანტიკული ხელის თხოვნითა და ნიშნობით დაგვირგვინდა. მსახიობმა მეუღლე გერმანიაში მოღვაწე ვირტუოზ გიტარისტად გაგვაცნო და მის მიმართ კომპლიმენტებსაც არ იშურებდა. ტარიელის ყოფილმა ცოლმა კი ყველაფერი განსხვავებულად აღგვიწერა. image

"არიელ ხოსროშვილმა ჩვენი საერთო შვილი

რამდენჯერმე დაწყევლა და უარყო ღვთის წინაშე, რადგან მისმა არსებობამ ძალიან ბევრი პრობლემა შეუქმნა მას"-გვიამბობს ტარიელის ყოფილი ცოლი, ირმა ბროიერი. დიახ ტარიელის გვარი ხოსროშვილი გახლავთ, თურმე ბოლო სამი წლის მანძილზე არსად უმუშავია და მისი შემოსავლის ერთადერთი წყარო სოციალური დახმარება გახლავთ. მეტიც მისი ყოფილი მეუღლე ტარიელის გრძნობებს იასადმი ეჭვქვეშ აყენებს: "შეყვარებულ ქალს ჭკუა არ მოეკითხება. ტარიელმა სასამართლო დარბაზში განაცხადა, რომ ია საქართველოში ძალიან ცნობილი პიროვნებაა, რომ იგი ამერიკის მოქალაქე ყოფილა და რომ ის პრეზიდენტის მეგობარია, ვციტირებ მის სიტყვებს-"დროა მივხედო ჩემს თავს და წინ წავიდე მისი საშუალებით", შეგიძლიათ პროტოკოლში გადაამოწმოთ"

სულ ცოტა ხნის წინ კი ტარიელმა კაცობაზე საუბარი დაიწყო."როდესაც იას შეურაცმყოფელებს ვპასუხობ, ბევრი მირჩევს თავი შევიკავო, თითქოსდა იმ მიზეზით, რომ თურმე ისინი "ბევრნი არიან". ჩემი პასუხი მარტივია, ვინც საკუთარ მეუღლეს, მეგობარ გოგონას ან უბრალოდ გვერდით მდგომ ქალბატონს ყველაზე მცირე კბილებით არ დაიცავს და თავს არ შეაკლავს, იმას კაცი აღარ ჰქვია.. ყოველშემთხვევაში გერმანიაში ასეა"-წერს მუსიკოსი სოციალურ ქსელში.image
image

1
854
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
854
  
2013, 11 დეკემბერი, 0:07
რა დაბოღმილი სათაური აქვს სტატიას :დ
0 1 1