x
image
მანჩო 777
10 საინტერესო და ნაკლებადცნობილი ფაქტი კინოს სამყაროდან
მოდით დავფიქრდეთ, მაინც რის გამო გვიყვარს კინო? რათქმაუნდა, რეჟისორების და სცენარისტების ფანტაზიისა და გამონაგონების გამო.

წარმოგიდგენთ საინტერესო, მაგრამ ნაკლებადცნობილ ფაქტებს ცნობილი ფილმების შესახებ.

image
1."უცხოპლანეტელის" სახე ამავე სახელწოდების ფილმიდან წარმოადგენს ალბერტ აინშტაინის სახის მონახაზის, პოეტ კარლ სენდბურგის პროფილის და ძაღლ ბოქსიორის სიფათის "ჰიბრიდს".




image


2.გავიხსენოთ საშინელებათა ფილმი "საღამო ვეგასში". მთავარი გმირის შემსრულებელი მსახიობისათვის სულაც არ გახდა ამოღებული კბილის იმიტაციის გაკეთება საჭირო, რადგან მას ამ ადგილას ისედაც ხელოვნური კბილი ჰქონდა და გადაღების დროს მხოლოდ იხსნიდა პროთეზს.




image

3.პატარა ვენდის როლს ფილმში "კაპიტანი კაუჭა" ასრულებს გვინეთ პელტროუ.



image

4.როუზის პორტრეტი, რომელიც ფიგურირებს ფილმში "ტიტანიკი"., თავად ჯეიმს კამერონმა დახატა. გადაღებების დასრულების შემდეგ ნახატი 16 000 დოლარად გაიყიდა.



image

5.სულ პირველ ვარიანტში ფილმისა "უკან, მომავალში" დროის მანქანის გაკეთებას ფიქრობდნენ მაცივრისაგან.



image

6.რეკორდმენად სერიალებში ერთი მსახიობის გადაღების ხანგრძლივობით ითვლება დეტექტიური სერიალი "კოლომბო" პიტერ ფალკის მონაწილეობით (1971 წლიდან 2003 წლამდე). პიტერ ფალკი გახდა ბევრი თაობის საყვარელი მსახიობი ლეიტენანტ კოლომბოს როლის შესრულების წყალობით.



image

7.ფილმში "მატრიცა" ნეოს როლის შემსრულებლად მიწვეული იყო უილ სმიტი, მაგრამ მან უარი თქვა როლზე, არჩია რა ფილმში

"ველური, ველური დასავლეთი" მონაწილეობა.



image

8.მევერიკის როლი ფილმში "საუკეთესო მსროლელი" უნდა შეესრულებინა ჯონ ტრავოლტას, მაგრამ მან ძალიან დიდი ჰონორარი მოითხოვა.



image

9.რობერტ დე ნირომ უარი თქვა ჯეკი ბეღურას როლზე ფილმში "კარიბის ზღვის მეკობრეები", რადგან თვლიდა, რომ ფილმს უეჭველად კრახი ელოდა.



image

10.მულტფილმს "მეფე ლომი" თავიდან სახელად ერქვა "ჯუნგლების მეფე", სანამ მისმა ავტორებმა არ გააცნობიერეს, რომ ლომი ჯუნგლებში არ ცხოვრობს.

0
415
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
415
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0