x
image
რუსუდან ბერიძე
ლამაზი ისტორია ნამდვილ სიყვარულზე
image

–ალო

–გამარჯობა ძვირფასო...

–გაგიმარჯოს საყვარელო, ბიჭებთან ერთად ვიყავი და ახლა სახლში მივდივარ, შენი დამჯერი ბიჭი ვარ...(იცინის)


–მე რაღაც მინდოდა შენთვის მეთქვა...ოღონდ კარგად მისმინე!

–კარგი, მოგისმენ და ხმას არ ამოვიღებ.რომ იცოდე როგორ მიყვარხარ!!!

–წინასწარ გიხდი ბოდიშს, შეიძლება არ ვარ მართალი, თუ ტკივილი მოგაყენე.მაგრამ რას ვიზამ, ეს ჩემი ბედი ყოფილა.

–ჩემო ძვირფასო მითხარი რა მოხდა?რატომ იგრუზები ეგრე!

–უბრალოდ...გამიგე...ჩვენ ერთად ვერ ვიქნებით...მიზეზი ამის კარგად იცი.სხვასთან უფრო ბედნიერი იქნები!მე ხომ ვიცი ძვირფასო როგორ გინდა შენ შვილები...მე შენზე ვილოცებ ყოველ ღამე რომ შენ ცოლთან იყო ბედნიერი, ერთგული, მზრუნველი და მოსიყვარულე მეუღლე.აბა რაში გჭირდება ასეთი ტვირთი მთელი ცხოვრება, როგორიც მე ვარ, რა აზრი აქვს?არ შემიძლია შვილები გაგიჩინო...განა ოდესმე შევძლებ კი სიარულს?მე ხომ ოცნებაც აკრძალული მაქვს...ეს ხომ ძალიან დიდი მინუსია ჩემი და შენც ჩემთან ერთად უნდა დაიტანჯო მთელი სიცოცხლე.მე ხომ ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები ჩეს თავთან უნდა გავატარო კარჩაკეტილი.

–ყველაფერი თქვი?

–ხო, თითმის...

–ამოისუნთქე ხო?!

–ნუ ყვირი(ტირის)

–შენ რა დამცინი?როგორ შემიძლია არ ვიყვირო?მე ახლა ტკივილამდე შეძრწუნებული ვარ შენი სიტყვებით!მე ხომ შენთვის სიცოცხლეც არ დამენანება...რა სისულელეებს მეუბნები...რა ტანჯვის მოყენება შეგიძლია ჩემთვის...რატომ არ გესმის რომ მე შენ მიყვარხარ და მე სხვა არ მჭირდება?ჩემი ერთადერთი ბედნიერება–მხოლოდ შენ ხარ და მხოლოდ შენ ხარ ამ სამყაროში ჩემი ყველაფერი!მიმიფურთხებია იმისთვის რომ სიარული არ შეგიძლია და ხელით უნდა გატარო!შენ ასეც მზესავით ანათებ...(იღიმება)ძვირფასო...შევძლებთ ჩვენ ერად შვილებიც გვეყოლოს...

–ცუდი ვარ მე!(თან ტირის)

–სამაგიეროდ ჩემი ხარ!დამშვიდდი!არ იტირო კარგი?!...ხომ არ ტირი?

–უკვე არა, ძვირფასო...

–ჩემთვის შენ ძალიან ბევრს ნიშნავ...მე ყოველთვის შენთან ვიქნები!










9
897
7-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
897
  
2013, 9 დეკემბერი, 23:42
ნამდვილად,ბედნიერი იქნება ყველა ქალი ასეთი მამაკაცის გვერდით.
2013, 9 დეკემბერი, 23:40
მართალია...მართლა როგორი ლამაზი ქალი იყო,სადღაც ვნახე ფოტო ზედ ეწერა კახის სიტყვები თუ როგორ აღწერდა ის მის ცოლს და როგორ იხსენებდა.ბარეორმა ქალმა ვინატროთ ისეთი სიყვარული და გვერდით ისეთი ადამიანი როგორიც ბელას ყავდა კახის სახით
2013, 9 დეკემბერი, 23:38
ხო ეს მეც ვიცი,ბელა მირიანაშვილი მაგის ცოლი ხომ იყო.ულამაზესი ქალი იყო ბელა.მგონი სიმსივნე ქონდა.
2013, 9 დეკემბერი, 23:31
ერთი კახი კავსაძე ვიცი წლები მანძIლზე რომ უყვარდა და უვლიდა მის ცოლის თავისი ხელით და ღმერთმა ქნას ბევრნი იყვნენ ეგეთი
2013, 9 დეკემბერი, 22:51
მართალი ხარ მაგრამ ერთეულები ალბათ არიან მაინც დარჩენილი ასეთი რაინდები?
2013, 9 დეკემბერი, 22:50
რა გაგახსენდა?
2013, 9 დეკემბერი, 22:33
ქალზე ეჭვიც არ შემეპარებოდა მაგრამ კაცები სულ სხვანაირები არიან.გავა დრო და მოწყინდება,სიყვარულიც განელდება და ან მიგატოვებს ან დარჩება მაგრამ ვაი იმ დარჩენას...
2013, 9 დეკემბერი, 22:31
კაცს ესეთი სიყვარული შეუძლია?ეჭვი მეპარება რაღაც...
2013, 9 დეკემბერი, 17:00
სიყვარული თავი და თავია, გრძნობათა მეფე და გვირგვინია, სიყვარული აგვამაღლებს... გულში ჩამწვდა ძალიან და თან რაღაც გამახსენა....
0 1 9