საზოგადოება ია ფარულავას საამაყო ტარიელი ყოფილმა ცოლმა გამოააშკარავა, ანუ ვინ არის სინამდვილეში ტარიელ სუარი 2013, 9 დეკემბერი, 1:37 ყველაფერი სოციალურ ქსელში მიმოწერით დაიწყო, რასაც ტარიელის თბილისში ვიზიტი, პირველი პაემანი და სცენაზე ხელის თხოვაც მოჰყვა, თანაც პირდაპირ პროექტ "ნიჭიერის" სცენარზე. რომანი ქორწინებით დაგვირგვინდა. ია ფარულავა 21-ე საუკუნის კონკიად იქცა, რომლისაც ბევრ ქალს შეშურდა. "ტარიელმა დაამტკიცა, რომ ის არის გიტარის რაინდი, გიტარის პაგანინი, სუპერვირტუოზი და გენიალური მუსიკოსი, ვამაყობ შენით და ახალა გავჩუმდები"-წერდა ია ფარულავა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში. საოცნებო პრინცი და ზღაპრული სიყვარული, მეტი რა უნდა ინატრო... მითი დაიმსხვრა... ტარიელ სუარზე მისმა ყოფილმა ცოლმა "Mediamall.ge"-სთან ინტერვიუში დაუჯერებელი ისტორიები მოყვა. როგორც გაირკვა ბატონი ტარიელი გვარად ხოსროშვილი გახლავთ, "გერმანიაში მოღვაწე ვირტუოზი" თურმე უმუშევარი ყოფილა და ბოლო სამი წლის მანძილზე სოციალურ დახმარებას იღებს, სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობს. "ტარიელ ხოსროშვილმა ჩვენი საერთო შვილი რამდენჯერმე დაწყევლა და უარყო ღვთის წინაშე, რადგან მისმა არსებობამ ძალიან ბევრი პრობლემა შეუქმნა მას"-გვიამბობს ტარიელის ყოფილი ცოლი, ირმა ბროიერი. ვერავინ წარმოიდგენდა თუ ნიჭიერის სცენაზე ია ფარულავას ხელის სათხოვნელად ასულ ტარიელს ცოლი ჰყავდა. ყოფილი ცოლი მუსიკოსს მასზე ხელის აწევასა და 16 წლის გოგონასთან ღალატში ადანაშაულებს, მეტიც ამტკიცებს, რომ მას არასრულფასოვნების კომპლექსი სტანჯავს და 24 წელს ზემოთ ქალებს "ბებერ ძროხებს" ეძახდა. ტარიელ სუარს სასამართლომ მეურვეობის უფლება ჩამოართვა, შვილის ნახვის უფლება მხოლოდ თანმხლები პირის თანხმობით აქვს, ყოფილ ცოლთან მიკარება აუკრძალეს, ალიმენტის გადახდაზე კი უარი განაცხადა, უმუშევარი ვარო. "შეყვარებულ ქალს ჭკუა არ მოეკითხება. ტარიელმა სასამართლო დარბაზში განაცხადა, რომ ია საქართველოში ძალიან ცნობილი პიროვნებაა, რომ იგი ამერიკის მოქალაქე ყოფილა და რომ ის პრეზიდენტის მეგობარია, ვციტირებ მის სიტყვებს-"დროა მივხედო ჩემს თავს და წინ წავიდე მისი საშუალებით", შეგიძლიათ პროტოკოლში გადაამოწმოთ"-ირწმუნება ქალბატონი ირმა. მომხდარს ია ფარულავა გამოეხმაურა: "გიჟის ბოდვებს ნუ კითხულობთ ხალხო" და რადიოგადაცემაც გააკეთა მიტოვებულ და გაბოროტებულ ქალებზე. საინტერსოა, რამდენ ხანს გასტანს ტარიელისა და იას ქორწინება... ყველაფრის მიუხედავად ვუსურვოთ მათ ბედნიერი მომავალი... 2831 5-ს მოსწონს
|