საზოგადოება ია ფარულავას საამაყო ტარიელი ყოფილმა ცოლმა გამოააშკარავა, ანუ ვინ არის სინამდვილეში ტარიელ სუარი 2013, 9 დეკემბერი, 1:37 ![]() ყველაფერი სოციალურ ქსელში მიმოწერით დაიწყო, რასაც ტარიელის თბილისში ვიზიტი, პირველი პაემანი და სცენაზე ხელის თხოვაც მოჰყვა, თანაც პირდაპირ პროექტ "ნიჭიერის" სცენარზე. რომანი ქორწინებით დაგვირგვინდა. ია ფარულავა 21-ე საუკუნის კონკიად იქცა, რომლისაც ბევრ ქალს შეშურდა. "ტარიელმა დაამტკიცა, რომ ის არის გიტარის რაინდი, გიტარის პაგანინი, სუპერვირტუოზი და გენიალური მუსიკოსი, ვამაყობ შენით და ახალა გავჩუმდები"-წერდა ია ფარულავა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში. საოცნებო პრინცი და ზღაპრული სიყვარული, მეტი რა უნდა ინატრო... მითი დაიმსხვრა... ![]() ![]() "შეყვარებულ ქალს ჭკუა არ მოეკითხება. ტარიელმა სასამართლო დარბაზში განაცხადა, რომ ია საქართველოში ძალიან ცნობილი პიროვნებაა, რომ იგი ამერიკის მოქალაქე ყოფილა და რომ ის პრეზიდენტის მეგობარია, ვციტირებ მის სიტყვებს-"დროა მივხედო ჩემს თავს და წინ წავიდე მისი საშუალებით", შეგიძლიათ პროტოკოლში გადაამოწმოთ"-ირწმუნება ქალბატონი ირმა. მომხდარს ია ფარულავა გამოეხმაურა: "გიჟის ბოდვებს ნუ კითხულობთ ხალხო" და რადიოგადაცემაც გააკეთა მიტოვებულ და გაბოროტებულ ქალებზე. საინტერსოა, რამდენ ხანს გასტანს ტარიელისა და იას ქორწინება... ყველაფრის მიუხედავად ვუსურვოთ მათ ბედნიერი მომავალი... ![]() 2831 5-ს მოსწონს
|