
მასალა:
კარტოფილის პიურე-300 გრამი
სოკო-500 გრამი
ქათმის ფილე-400 გრამი
ხახვი-3 თავი
ყველი-150 გრამი
მაიონეზი-250 გრამი
ჩიპსები-80 გრამი
ზეთი
კარაქი
მოსართავად:
წითელი მოცხარი
პამიდორი
მწვანილი
მომზადება:
გავაკეთოთ კარტოფილის პიურე, ისე რომ ძალიან თხელი არ გამოგვივიდეს, გავაცივოთ და გველისმაგვარად დავდოთ სასალათეზე.

წვრილად დავჭრათ ხახვი და ცოტა ხანს გავაჩეროთ ის ძმარში ან ლიმონის წვენში. გავწუროთ და მოვაყაროთ პიურეს ზემოდან. თხლად გადავუსვათ ან მოვასხათ მაიონეზი.'
თეთრი სოკო მოვშუშოთ ტაფაზე ხახვთან ერთად ცოტაოდენ მცენარეულ ზეთსა და კარაქში, გავაცივოთ და მოვათავსოთ სალათზე. ამასაც მოვასხათ მაიონეზი.

მოხარშული ქათმის ფილე დავჭრათ წვრილად და მოვათავსოთ შემდეგ ფენად... და ისევ მაიონეზი.

შემდეგი ფენაა გახეხილი ყველი. მოვაყაროთ და ფრთხილად გადავუსვათ მაიონეზი, რომ სალათმა ფორმა არ დაკარგოს.

ჩიპსები დავფხვნათ წვრილად და ზემოდან მოვაყაროთ სალათს. მთელი ჩიპსით გავაკეთოთ გველის თავი.

თვალები გავაკეთოთ წითელი მოცხარისაგან, პირი პამიდორის ნაჭრის ან ბულგარული წიწაკისაგან. მოვრთოთ მწვანილით და მოცხარით. მოვათავსოთ ცოტა ხანს მაცივარში.
მიირთვით გემრიელად!
