საზოგადოება მოსკოვში ექს-პრემიერის ნათესავი,მომღერალი ლალა ივანიშვილი გაძარცვეს 2013, 7 დეკემბერი, 19:08 3 დეკემბერს მოსკოვში გაძარცვეს ექს-პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ნათესავი, მომღერალი ლალა ივანიშვილი.როგორც თვითონ ლალა ივანიშვილმა პოლიციაში განაცხადა, იგი შევიდა სუპერმარკეტში მიკლუხო-მაკლაის ქუჩაზე №18–ში.მაღაზიაში ყოფნის დროს ვიღაცამ ამოაცალა Vertu-ს ფირმის მობილური ტელეფონი, რომლის ღირებულებაც 240 000 რუსული რუბლია, 37 წლის ივანიშვილმა განაცხადა, რომ ქურდობა დაახლოებით 14:00 საათზე მოხდა, სუპერმარკეტის ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს, როდესაც ქალმა დაკარგა ტელეფონი და ცდილობდა გარკვეულიყო სიტუაციაში.მსმენელებს ლალა ემახსოვრებათ სიმღერით "ზარი ისრაელიდან", რომლის კლიპიც რამდენიმე წლის წინ აქტიურად ტრიალებდა ქართულ არხებზე.ამჟამად ლალა მოსკოვში ცხოვრობს. 41 2-ს მოსწონს
|