x
image
worldsport.ge
პლატინის ახალი იდეები

imageუეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ მსოფლიო ფეხბურთში ორ შესაძლო ნოვაციაზე ისაუბრა: აქედან ერთი თამაშის წესების შეცვლას ეხება, ხოლო მეორე – ევროტურნირებს.
კერძოდ, პლატინიმ აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა, თუ ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში, ფეხბურთელს 10 ან 15 წუთით გააძევებდნენ.
“ეს უბრალოდ იდეა, რომლის განხილვა ღირს. შემდეგ გავიგებთ, კარგი იქნება ეს ფეხბურთისთვის თუ არა. ანუ, საუბარია დროებით გაძევებაზე, როგორც რაგბიშია”.
რაც შეეხება ევროტურნირებს:
“აბსოლუტურად ვეთანხმები პროექტს, რომლის მიხედვითაც ქვეყნის თასის გამარჯვებულმა ჩემპიონთა ლიგაში უნდა ითამაშოს. საუბარია საკვალიფიკაციო ეტაპზე. თუმცა, საკითხს ართულებს ის, რომ პროექტს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. ზოგიერთი ქვეყნის ფედერაცია შიშობს, რომ მათი კლუბების რაოდენობა ჩემპიონთა ლიგაში შემცირდება” – თქვა პლატინიმ.


ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

1
265
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
265
  
2013, 6 დეკემბერი, 13:07
ინტერმედიაზე აშკარად არ არიან ფეხბურთის გულშემატკივრები :)
0 1 1