x
image
lady.ge
წყვილების შეთავსება ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - ვის ეწყობა კურო?

imageკურო ქალი ვერძი კაცი
რთული კავშირია, ტემპერამენტების და შეხედულებების დიდი სხვაობის გამო. თუმცა ხშირია ასეთი წყვილიც. მთავარია კურო ქალი ზედმეტად არ იქცეს სახლში გამოკეტილ, თავწაკრულ დიასახლისად (ვერძ კაცს არ მოსწონს ასეთი ქალები!), თავად ვერძმა კი ფულის უყაირათოდ ფლანგვას უნდა მოუკლოს ცოლის თანდასწრებით.


კურო კაცი კურო ქალი-საკმაოდ ხშირად შემხვედრია ასეთი წყვილები. თუ ხასიათის უმთავრეს თვისებას საშინელ სიჯიუტეს ოდნავ მაინც მოერევა რომელიმე ან სულაც ორივე. სამაგიეროდ მათ სახლს კომფორტი და გემრიელი სადილ-ვახშამი არასოდეს მოაკლდება. და რა თქმა უნდა ჯანსაღი სექსიც. (რადგან ორივე სქესის კურო ამ საკითხში საკმაოდ დიდი მადით და ტემპერამეტით გამოირჩევა).


კურო კაცი ტყუპი ქალი- საკმაოდ რთული, მაგრამ შესაძლებელი კავშირია. თუ ტყუპი ქალი თავისი უთავბოლო საქციელით, ფინანსების მიმართ დაუდევარი დამოკიდებულებით და დიასახლისობის ცუად ცოდნით, ან უბრალოდ სიზარმაცით არ გამოიყვანს წყობიდან კუროს. ასევე მთავარია, გადამეტებული ლაქლაქით არ აატკინოს თავი, ჩვეულებრივ მშვიდ ხარს. სამაგიროდ, კურო უზრუნველყოფს მას გულუხვი სპონსორობით, რომლითაც ტყუპი ქალი კვირაში ათჯერ განაახლებს ხოლმე საკუთარ გარდერობს.




კურო ქალი ტყუპი კაცი-თუ ვინმეს ძალიან გაუჭირდება ამ კავშირში, ეს კურო ქალია. ტყუპი მამაკაცის ზედაპირული ხასიათი, გამუდმებით ცვალებადი ინტერესები და დაწყებული საქმეების შუა გზაზე მიტოვების ჩვევა, ბუნებით სტაბილურ, მოწესრიგებულ კურო ქალს ძალიან გააბრაზებს. თუმცა თანდაყოლილი მოთმინების წყალობით, შეიძლება მაინც აიტანოს გვერდით ასეთი არასერიოზული მამაკაცი.


კურო კაცი-კირჩხიბი ქალი-საკმაოდ კარგი წყვილი გამოდის ამ ორისგან. ისინი შესანიშნავ ოჯახს ქმნიან, რადგან ორივეს უყვარს სახლი, კომფორტი, გემრიელად ჭამა და რაც მთავარია ფული. ოღონდ ფულის ხარჯვა კი არა, შეგროვება. კირჩხიბისთვის კურო ზუსტად ის კაცია ვისაც მისთვის სტაბილურობის და დაცულობის შეგრძნების შექმნა შეუძლია. კუროსთვის კი, კირჩხიბი ჭეშმარიტი დიასახლისი და ოჯახის დედაა.


კურო ქალი კირჩხიბი კაცი-არცთუ ცუდი კავშირია, თუმცა ამ შემთხვევაში საპირისპირო ვარიანტისგან განსხვავებით, ბუნებით ძლიერ კურო ქალს, გაუჭირდება აიტანოს კირჩხიბი მამაკაცის პერიოდული დეპრესიები, სასმელთან "მეგობრობა" და სენტიმენტალური წუწუნი. თუმცა კავშირი მაინც შესაძლებელია. თუ კარგი ცოლ-ქმარი არ დადგება მათგან, ქონებას მაინც დააგროვებენ ან საოჯახო ბიზნესს წამოიწყებენ ერთად.


კურო კაცი-ლომი ქალი - ერთ-ერთი საკმაოდ რთული და პრობლემური კავშირია. ბუნებით ფუფუნების მოყვარული ლომი ქალი, გამუდმებით მოითხოვს კუროსგან ფინანსურ მხარდაჭერას, კურო კი ვერ იგებს რატომ უნდა დახარჯოს მილიონები ვიღაც "ფაბერჟეს" მიერ მოხატულ კვერცხებში, როცა ამის მეოთხედი თანხით კარგი რესტორნის დახურვა შეუძლია მეგობრებთან ერთად. თავად ხვდებით ალბათ, ამ წყვილის ურთიერთობა შორს ვერ წავა.


კურო ქალი ლომი მამაკაცი- ამ შემთხვევაში საქმე შედარებით უკეთაა. რადგან კურო ქალის მომხიბვლელობა, სექსუალურობა, ასევე თვისება არასოდეს გააწყვეტინოს საუბარი მამაკაცს და ყოველთვის მომხიბვლელი ღიმილით ისმინოს მისი სისულელეები, ლომზე მომაჯადოებლად მოქმედებს, მოჯადოებული ლომის მართვას კიდევ რაღა უნდა?

image

კურო კაცი ქალწული ქალი- ეს არის წყვილი სახელად "ალხანა და ჩალხანა" . კარგი, შეიძლება ითქვას, საუკეთესო კავშირია. ქალწულს შეუძლია კურო მამაკაცს საუკეთესო მეუღლეობა გაუწიოს. იყოს მისი ყველაზე დიდი მეგობარი, გვერდში მდგომი და მესაიდუმლე. მოკლედ დამილოცნიხართ:))


კურო ქალი ქალწული მამაკაცი- საკმაოდ კარგი კავშირია, მით უმეტეს თუ მათი ოჯახი, სამსახურეობრივი რომანის საფუძველზე შეიქმნა, ქალწულს საშუალება მიეცემა თავისი ჭკვიანი ცოლის მეშვეობით გააორმაგოს დაგროვილი კაპიტალი.


კურო კაცი სასწორი ქალი- საკმაოდ კარგი კავშირია. კუროს და სასწორს ერთი და იგივე პლანეტა, სილამაზის და ჰარმონიის მფარველი ვენერა მართავს.ამიტომ ამ ორს ბევრი საერთო ექნება ხელოვნების, მშვენიერების, მუსიკის სიყვარულის მხრივ. თუმცა სასწორმა შეიძლება ვერ გაიგოს კუროს ხელმომჭირნეობა და პერიოდული ძველმოდური "გამოხტომები".


კურო ქალი სასწორი კაცი- არცთუ სახარბიელო კავშირია. კურო ქალისთვის რთული იქნება სასწორისნაირ რბილ, მერყევ და მუდმივად სხვის აზრზე დამოკიდებულ მამაკაცთან ცხოვრება.


კურო კაცი-მორიელი ქალი- შეიძლება ითქვას ეს არის "ფატალური სიყვარულის ისტორია", კურო და მორიელი ერთმანეთის მოწინააღმდეგე ნიშნებია, ამიტომ მათ ერთმანეთის ცუდად ესმით, სამაგიეროდ ამ ორს შორის სექსუალური მიზიდულობა იმდენად დიდია, რომ ხანდახან ეს ფაქტი ყველა დანარჩენს ფარავს.


კურო ქალი მორიელი მამაკაცი-მორიელისთვის კურო ქალი სექსუალურად ძალზე მიმზიდველია, თუმცა მამაკაცისთვის რომელსაც ძალიან უყვარს სხვებზე ბატონობა, კურო ქალი საკმაოდ რთული შემთხვევა შეიძლება აღმოჩნდეს, თავისი სიჯიუტის გამო.



კურო კაცი მშვილდოსანი ქალი- საკმაოდ რთული, თუმცა ხშირი კავშირია. კურო როგორც წესი თავდავიწყებითაა შეყვარებული ოპტიმისტ, მხიარულ და ღიმილიან მშვილდოსან ქალზე. თუმცა უფრო ახლო ურთიერთობაში, საქმეს გაართულებს ალბათ კუროს მესაკუთრული ხასიათი, რაც მშვილდოსნისთვის აფსოლუტურად მიუღებელია.


კურო ქალი მშვილდოსანი კაცი-ქალი კუროსთვის, რომელსაც ძალიან უყვარს ფული და მდიდრული საჩუქრები, მასზე შეყვარებული მშვილდოსანი კაცი, ფაქტობრივად შეუფასებელი "მონა - პოვარია". რადგან რაც უფრო დიდხანს იქნება იგი კუროზე შეყვარებული, მით უფრო მეტად გამდიდრდება კურო ქალის გარდერობი და საბანკო ანგარიში, ლამაზი, მრგვალი ნულებით.


კურო კაცი თხის რქა ქალი-ძალზე კარგი კავშირია. ამ ორს შეუძლია შესანიშნავი ოჯახი შექმნას და რამე საოჯახო ბიზნესსაც მოკიდოს ხელი, კუროსთვის თხის რქა ცოლი, გამუდმებით იქნება სტიმულის მიმცემი საიმისოდ რომ მან სულ წინ იაროს და არასოდეს დაკმაყოფილდეს მიღწეულით.


კურო ქალი თხის რქა კაცი-შესანიშნავი წყვილია! ისე არიან ერთმანეთთან როგორც "ღომი და ყველი" :)) ქალი კუროსთვის, ქმარი თხის რქა სტაბილური, გამგები, მზრუნველი და თბილი ქმარია, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გაანებივრებს მას ყურადღებით და ერთგულებით.


კურო კაცი მერწყული ქალი-საკმაოდ რთული და ნაკლებპერსპექტიული კავშირია. მართალია მათ შორის უდიდესი ფიზიკური მიზიდულობაა გაცნობის წუთიდან, მაგრამ მალე მერწყულის თავისუფლებისმოყვარე ბუნება ვერ შეეგუება, კუროს მესაკუთრეობას და ეჭვიანობას.


კურო ქალი მერწყული მამაკაცი- უფრო პერსპექტიული კავშირია ვიდრე შებრუნებული ვარიანტი. ეს იმიტომ რომ კუროს ერთგულად, "ფესვების გადგმამდე" შეუძლია ლოდინი და ელოდება თავის მერწყულს, რომელიც ამ დროს ათასი სხვა ინტერესით არის დაკავებული, თუმცა ოდესმე აუცილებლად გაიხსენებს მასაც.


კურო კაცი თევზი ქალი-ნაკლებად პერსპექტიული წყვილია. თევზების სათუთ ბუნებას, მის გამუდმებით გაბუტვებს და მელანქოლიას, ვერაფრით ხვდება ბუნებით სწორხაზოვანი კურო. აქედან გამომდინარე ურთიერთგაგება ნაკლებადაა მოსალოდნელი ამ ორს შორის.


კურო ქალი თევზი კაცი- ძალიან იშვიათი კავშირია. ბუნებით ემოციურ, რბილ თევზ კაცს, ნაკლებად გაუგებს ძლიერი და მიწაზე მყარად მდგომი კურო ქალი.

14
13823
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:lady.ge
lady.ge
13823
  
2012, 20 აგვისტო, 14:20
ვერძი ვარ ჭესით რომელს უნდა შევეწყო?
2012, 20 აგვისტო, 13:04
აუ ორი თევზი როგორ შეეწყობა დადეთ რა :)
2012, 18 ივლისი, 13:52
აუ სასწორზე არ გაქვს???? თუ არ გაქვს დადე რა
2012, 14 ივნისი, 13:44
ისე წერია რო დაგღლის
2012, 13 ივნისი, 19:08
ნუ როგორც ჩანსსს ;DDDD
2012, 13 ივნისი, 13:23
ალბათ მართლა მოვაჯადოვე :D :D
2012, 13 ივნისი, 8:55
რავიცი ადამიანი და ბუნება ყველა ერთნაირი ხო არაა
2012, 13 ივნისი, 1:35
რავიცი ჩვენ ფანტასტიური ურთიერთობა გვაქვს
2012, 12 ივნისი, 21:10
კურო ლომს საერთოდ ვერ ეწყობა
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10