x
image
რედაქტორი
მშობლების ჩხუბი და ბავშვთა შიში.

imageროცა მშობლები ჩხუბობენ, ბავშვებს ერთდროულად დანაშაულის გრძნობაც უჩნდებათ და შიშისაც: შიშის იმიტომ, რომ ოჯახურ კავშირს საფრთხე ემუქრება, დანაშაულისა კი – ამ არეულობაში თავიანთი რეალური (ან გამოგონილი) როლის გამო. პატარებს ხშირად ჰგონიათ, რომ ოჯახური "ბატალიების" უმთავრესი მიზეზი თვითონ არიან ან მათი ყოფაქცევაა.

ბავშვებმა ნეიტრალიტეტი არ იციან ამ "ომში" ერთი მშობლებთაგანის მხარეს დგებიან მეორის საზიანოდ... შედეგი ერთობ სამწუხაროა: თუ ბიჭუნა მამის მომხრეა, გოგონა კი დედისა, მათ ხელიდან ეცლებათ აუცილებელი მისაბაძი მაგალითი. პატარების რეაქცია მშობელთა ყოფაქცევის პრინციპითა, მათი ზნეობრივი საფუძვლებისა და ხასიათის ნიშან–თვისებათა უარყოფაში გამოიხატება. ხოლო თუ ბიჭუნა დედას გაურბის, გოგონა კი მამას, ამან შეიძლება საერთოდ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისადმი მტრული დამოკიდებულება გამოიწვიოს.

თუკი მშობლები იძულებულები არიან, რომ ერთმანეთს შვილის სიყვარულში ედავონ, მისი კეთილგანწყობა ეძიონ, ხშირად ზემოქმედების არაპედაგოგიურ საშუალებებს მიმართავენ–მომადლიერებას, პირფერობას, სიცრუეს. ჰოდა შვილიც გაორებული, პირმოთნე იზრდება, გრძნობებიც ორჭოფი აქვს, მოკლებულია მყარ საყრდენებს. ერთი მშობლის მეორისაგან დაცვის აუცილებლობა, ასევე მათი გრძნობებისა და ქცევების სათავისოდ მანიპულირების ცოდნა ღრმა კვალს ტოვებს ბავშვის გულში. პატარები ადრეული ბავშვობოდანვე იმას ეჩვევიან, რაც საკმაოდ დიდი (საკუთარ თვალში ზოგჯერ ჰიპერტროფიული ) ღირებულებაა მათი მშობლებისათვის, რომელთა ერთპიროვნული დასაკუთრებისთვისაც ასე ამაოდ ებრძვიან ერთმანეთს. ისინი ეჩვევიან მშობლიურ გრძნობათა ექსპლუატაციას, დაბეზღებას, შანტაჟს, ჭორაობას.ისეთ სამყაროში ცხოვრობენ, სადაც პატიოსნება სამწუხარო დაბრკოლებაა, სადაც გულწრფელობას სულაც არ უდგას ტახტი.

ამიტომ მშობელთა საყურადგებოდ– მათ მოეთხოვებათ შვილებთან აკონტროლონ თავი და კომფლიქტურ სიტუაციებს მოზარდები აარიდონ რათა მათში არ გამოიწვიონ ფსიქიკური აშლილობანი.

0
89
5-ს მოსწონს
ავტორი:რედაქტორი
რედაქტორი
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0