სხვა სახელმწიფოების ყველაზე უცნაური საზღვრები 2013, 28 ნოემბერი, 23:37 როცა სიტყვა "საზღვარი" გვესმის, ბევრი ჩვენგანის წარმოდგენაში ეს ასოცირდება კეთილმოწყობილ პოსტთან, სადაც დგანან მესაზღვრები ფორმაში ავტომატებით ხელში და იცავენ საკუთარ ტერიტორიას. მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ ხდება. მსოფლიოში არსებობს ქვეყნები, რომელთა საზღვრები ცოტა უჩვეულოდ გამოიყურება. წარმოგიდგენთ რამოდენიმე მათგანს:
ნიდერლანდები და ბელგია.
ამ ორ ქვეყანას შორის საზღვარი გადის კაფეს ტერიტორიაზე და გრძელდება ისე, რომ შუაზე ყოფს არამარტო მინდვრებსა და ფერდობებს, არამეს საცხოვრებელ სახლებსაც კი. ასე რომ, კაფეს სტუმარს შეუძლია სხვა მაგიდაზე გადანაცვლებით მეორე სახელმწიფოში გადავიდეს და იქ მიირთვას ყავა. შვეიცარია და იტალია. ამ ორ სახელმწიფოს შორის საზღვარი გადის ცნობილ სამთო-სათხილამურო კურორტზე და ერთმანეთისაგან ყოფს სახლებსა და სათხილამურო ტრასებს. ასე რომ, შვეიცარიაში მყოფი დამსვენებელი თხილამურებით სრიალის დროს მისდა უნებურად შეიძლება იტალიაში აღმოჩნდეს. არგენტინა, ბრაზილია და პარაგვაი. ეს სამი სახელმწიფო ერთმანეთისაგან გამოყოფილია მდინარეებით პარანა და იგუასუ. ეს საოცარი ადგილი არაჩვეულებრივი სილამაზით გამოირჩევა. ერაყი და სირია. ერაყსა და სირიას შორის საზღვარი ერთი შეხედვით ისე გამოიყურება, როგორც ნამდვილ სასაზღვრო რაიონს შეჰფერის, თუმცა ერთ სასაზღვრო ზოლზე ორი ქვეყნის შეიარაღებული ჯარისკაცების ერთდროულად ყოფნა ცოტა არ იყოს, უცნაურია. აშშ და მექსიკა. ამ სახელმწიფოებს შორის საზღვარი მთელ სიგრძეზე გამოყოფილია ღობით.ის გადის გზის პირას, შემდეგ ქუჩის პირას და გრძელდება ოკეანეში. ზოგ ადგილას გამყოფ ღობესთან მესაზღვრეები არ დგანან, ამიტომ ყოველთვის გამოჩნდებიან ხოლმე ამ ღობეზე გადაძრომის მსურველები. აშშ და კანადა. ამ ორ ქვეყანას შორის საზღვარი გადის ქალაქ დერბიზე. ამ ქალაქის მცხოვრებლები თავისუფლად გადაადგილდებიან ერთი ქვეყნიდან მეორეში. უნგრეთი, სლოვაკეთი და ავსტრია. სამი სახელმწიფოს საზღვარი არ გადის დასახლებულ პუნქტზე. თუმცა საზღვრის ტერიტორიაზე შეიძლება შეგვხვდეს სამივე ქვეყნის წარმომადგენელი, რომლებიც მშვიდად საუბრობენ ერთმანეთში. პოლონეთი და უკრაინა. საზღვარი წარმოადგენს ხელოვნების ნიმუშს, რომელიც შექმნილია პოლონელი მხატვრის იაროსლავ კოზიარის მიერ. მან შექმნა 2 თევზი სხვადასხვა მცენარეებისაგან. რუსეთი და ბელარუსი. ამ ორ ქვეყანას შორის საზღვარი უბრალოდ არ არსებობს. მსურველს შეუძლია თავისუფლად გადავიდეს ერთი ქვეყნიდან მეორეში, თუმცა ბელარუსში გადასული ადამიანი მაშინათვე იგრძნობს განსხვავებას გზის ხარისხში. ინდოეთი და ბანგლადეში. ამ ორ ქვეყანას შორის უმკაცრესი მავთულხლართების კორიდორია. ფაქტიურად შეუძლებელია ამ საზღვარზე ჩუმად გადასვლა. გერმანია და ჩეხეთი. ეს საზღვარი ფაქტიურად არ არსებობს. ის გადის სტეპებზე, რომელზეც საერთოდ არაა გამყოფი ზღვარი აღნიშნული. ერთადერთი განმასხვავებელი ნიშანი ამ 2 ქვეყნის სხვადასხვაგვარი მცენარეული საფარია. . 354 14-ს მოსწონს
|