x
image
t.x.
როგორია ცხოვრება, როცა გული მუცელშია-ეს სინამდვილეა(+ ფოტოები)

imageმშობლებს იმედიც აღარ ჰქონდათ, რომ ის იცოცხლებდა, მაგრამ გადარჩა და 24 წლისაა, ახლა კი საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, რომ გული გადაიტანონ მუცლიდან გულ-მკერდის ღრუში. ეს ხუმრობა როდია, გული ნამდვილად მუცელშია და კანქვეშ შეგიძლიათ დაინახოთ მისი მოხაზულობა და ფეთქვა. მან მთელი 24 წელი ისე იცოცხლა, რომ გულის ფეთქვას მუცელზე ხელის დადებით გებულობდა.

ხო ზჰილინგი ისეთი სინდრომით დაიბადა, როცა პაციენტების 90% დაბადებისას ან სულ მალევე კვდება. ბატონი ზჰილინგის მშობლებს მაშინვე უთხრეს, რომ ბავშვი დიდხანს ვერ იცოცხლებდა, მაგრამ მშობლებმა მაინც არ მიატოვეს და სახლში წაიყვანეს. ზჰილინგი გადარჩა. სკოლის დამთავრების შემდეგ სტილისტად დაიწყო მუშაობა და შეეგუა თავის მდგომარეობას, მაგრამ წლის დასაწყისში წაიკითხა სტატია ანალოგიურ შემთხვევაზე, როცა სხვამ გაიკეთა ოპერაცია და ექიმებმა გული ჩასვეს თავის ადგილზე. ზჰილინგმა მიატოვა სამსახური და გადაბარგდა უხანში, იმ იმედით, რომ ჩაიტარებდა გამოკვლევებს და გაიკეთებდა ოპერაციას. ექიმებმა უკვე შეიმუშავეს მისი დახმარების გეგმა.image

ასეთი ოპერაცია გაიკეთა ხუან რონჰმინგმა, რომელსაც სიარულიც კი უჭირდა, ახლა კი შეუძლია მუშაობაც დაიწყოს. მას არ შეეძლო ამ ოპერაციის გაკეთება, მაგრამ მდგომარეობის გაუარესებამ აიძულა და შედეგიც საოცარი აღმოჩნდა. ბატონი რონჰმინგი ამბობს, რომ მისი ოცნება ახდა, ახლა მას შეუძლია ჩვეულებრივი ადამიანივით იცხოვროს. ოპერაცია 10 საათს გრძელდებოდა და გულმა დაიკავა თავისი ადგილი, მუცელი კი ბრტყელია. ახლა ზჰილინგიც ელოდება ოპერაციას და დიდი იმედი აქვს გამოჯანმრთელების.image

1
99
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:t.x.
t.x.
99
  
2013, 30 ნოემბერი, 0:59
ვაი მე
0 1 1