სხვა გინდათ გაიზარდოთ? (+ სიმაღლეში მოსამატებელი არაჰორმონალური, ბუნებრივი რეცეპტი) 2013, 7 იანვარი, 19:17 შეყვარებულმა სიმაღლეში გაგასწრო? აი, დარდიც ამას ჰქვია! გული გვეწურება, ყოველ დილას კედელზე აკრული ვიზომებით და ვიზომებით. ის კი არ ვიცით, რომ გოგონები უფრო ადრე იზრდებიან ვიდრე ბიჭები. ერთხელაც მივალთ სკოლაში და აღმოვაჩენთ, რომ საოცნებო შეყვარებული "დაპატარავებულა". არა, ის კი არ დაპატარავებულა, ჩვენ გავზრდილვართ. ეს საუკეთესო შემთხვევაა, მაგრამ ისეც ხდება, რომ ვეღარ ვეწევით სიმაღლეში და ოცნება ოცნებად რჩება. სიმაღლეში ზრდის მრავალი დამხმარე საშუალება არსებობს, მაგრამ ბევრი მათგანი ჰორმონალურ პრეპარატებს შეიცავს, რომელთა ზედმეტი დოზით მიღება არაა სასარგებლო ორგანიზმისთვის. არსებობს ვარჯიშებიც, რომელიც სიმაღლეში ზრდას უწყობს ხელს. ყველაზე მთავარი კი მაინც გენეტიკური ფაქტორია. როგორც გვინდა მოვინდომოთ, თუ მშობლები არ გვყავს მაღალი, არაფერი გვეშველება, თუმცა არის შემთხვევები, როცა მაღალ მშობლებს დაბალი შვილები ჰყავთ ან პირიქით. ბიჭები 25 წლამდე იზრდებიან სიმაღლეში. თუ ასაკით უფრო პატარები ვართ, შეგვიძლია კიდევ ვიოცნებოთ, მაგრამ ამ ოცნებასაც თუ ხელს შევუწყობთ, შედეგი უთუოდ უკეთესი გვექნება. მინდა გასწავლოთ ბუნებრივი, ხალხური, სრულიად უსაფრთხო და გემრიელი ნარევი, რომელიც სიმაღლეში ზრდისას გამოგადგებათ. ავიღოთ 1 კგ. ჭარხალი, 1 კგ. სტაფილო, 1 კგ. გარჩეული ბროწეული, 1კგ. ვაშლი, 1 ცალი ლიმონი. ყველაფერი გავწუროთ. წვენს დავუმატოთ დაახლოებით 150 გ. თაფლი და კარგად ავურიოთ. დღეში უნდა დავლიოთ ერთი ან ერთნახევარი ჩაის ჭიქა. ეს ნარევი ნამდვილად მოგეხმარებათ გაზრდაში, მაგრამ ზოგჯერ არც კი გვინდა მეტი სიმაღლე. 3865 5-ს მოსწონს |