![როგორ ვებრძოლოთ
ნაბახუსევობას("პახმელიას") image](/uploads/article_images/small/125591357227407.jpg)
ახალ წელს ყოველთვის მოჰყვება ნაბახუსევობა. ვინც საახალწლო დღეები ძალიან გაიხანგძლივა და კარგადაც გამოთვრა, ალბათ საშინელ დღეშია. გთავაზობთ რამდენიმე მარტივ და ყველასთვის ხელმისაწვდომ მეთოდს დღესასწაულის შემდგომ მდგომარეობასთან ბრძოლაში.
ექიმები გვთავაზობენ, რომ ახალ წელს არ გადავთვრეთ და არც არაფერი დაგვემართება, მაგრამ რადგან უკვე ცუდად ვგრძნობთ თავს - ვიმკურნალოთ.
გთავაზობთ 5 მეთოდს ნაბახუსევ მდგომარეობასთან ბრძოლაში:
1. დალიეთ ერთი პატარა ჭიქა არაყი.
![როგორ ვებრძოლოთ
ნაბახუსევობას("პახმელიას") image](/uploads/article_images/small/125591357228929.jpg)
ეს მამა-პაპისეული რეცეპტი ბევრმა კარგად იცის, მაგრამ ყველას როდი შველის. თუ ერთმა პატარა ჭიქა არაყმა გიშველათ, საქმე ძალიან ცუდად გვაქვს, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ორგანიზმი უკვე დამოკიდებულია ალკოჰოლზე.
2. გაიქეცით აფთიაქში.
![როგორ ვებრძოლოთ
ნაბახუსევობას("პახმელიას") image](/uploads/article_images/small/125591357228998.jpg)
ძალიან ბევრი აფთიაქი სადღეღამისოა. იქ კი აუცილებლად შემოგთავზებენ ათობით შუშხუნა აბს ნაბახუსევობის მოსახსნელად. კონკრეტულად არცერთს არ მიგითითებთ, იმიტომ, რომ აფთიაქში უფრო კარგად შეგირჩევენ თქვენი "ჯიბის" შესაფერის და გემოთი სასურველ წამალს.
3. მიირთვით რაც შეიძლება მეტი მანდარინი.
![როგორ ვებრძოლოთ
ნაბახუსევობას("პახმელიას") image](/uploads/article_images/small/125591357229531.jpg)
ნაბახუსევზე ციტრუსები თქვენი საუკეთესო მეგობრები გახდებიან. მათში როგორც ვიცით უხვადაა ლიმონმჟავა, რომელიც ხელს უწყობს მეტაბოლიზმს. თქვენი ორგანიზმი დაიწყებს მჟავის გადამუშავებას და მასთან ერთად ალკოჰოლის ნარჩენებსაც მიაყოლებს. შეგიძლიათ მიირთვათ მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი ნატურალური სახით, ან მიმართოთ ხალხურ მეთოდს: ერთ ჭიქა ფორთოხლის ახალგამოწურულ წვენში ავურიოთ ერთი კვერცხის ცილა.
4. მიიღეთ კონტრასტული შხაპი.
![როგორ ვებრძოლოთ
ნაბახუსევობას("პახმელიას") image](/uploads/article_images/small/125591357230584.jpg)
ან უკეთესი იქნება, თუ აბანოში წახვალთ. ჯერ 30 წამის განმავლობაში კარგად გაიხურეთ სხეული, შემდეგ გადაივლეთ ცივი წყალი. ეს აუცილებლად სამჯერ მაინც უნდა გაიმეოროთ.
5. დაკავდით სექსით. ეს არაა ყველაზე ეფექტური მეთოდი, თუმცა ყველაზე სასიამოვნოა. სექსი, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვა აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და სწრაფად გამოაქვს ორგანიზმიდან ალკოჰოლის ნარჩენები. ასევე სასარგებლოა ღრმა ძილი, მაგრამ სექსი უფრო სასიამოვნოა.
![როგორ ვებრძოლოთ
ნაბახუსევობას("პახმელიას") image](/uploads/article_images/small/125591357231349.jpg)
ისე კი გირჩევთ, რომ ეს რჩევები არ დაგჭირდეთ.