სხვა განდეგილი, რომელსაც ყველა გაურბის და თვითონაც ეშინია სარკეში ჩახედვის 2014, 20 მარტი, 22:31 მას ყველა გაურბის, სოფლის განაპირას ცხოვრობს და თვითონაც ეშინია საკუთარი სახის დანახვის, ამიტომ სარკეში ჩახედვაც კი არ სურს. ხანა ლალი 35 წლისაა. მას ჭამაც უჭირს და ლაპარაკიც არ შეუძლია, რადგან სახეზე უზარმაზარი სიმსივნე აქვს ჩამოკიდებული. მას ყოველგვარი ოპერაციის გაკეთებაზე უარი უთხრეს.
ხანა ლალი ინდოეთის ჩრდილოეთში უტარ პრეადეშის შტატში, სოფელ ლაკხნაუსთან მოშორებულ ადგილზე ცხოვრობს. ის არავის ეკარება, მხოლოდ ორი დისშვილის მხარდაჭერის იმედადაა. მას მძიმე ფორმის ნეიროფიბრომატოზი აქვს. ის ოდესღაც პატარა ზომის იყო, მაგრამ თანდათან იზრდება. ბატონმა ლალმა სცადა ოპერაციის გაკეთება, მაგრამ კინაღამ მოკვდა სისხლდენისგან. ექიმებმა აუკრძალეს ყოველგვარ ოპერაციაზე ფიქრი თუ სიცოცხლე სურდა.
ხანა ლალი რვა და-ძმას შორის ყველაზე უმცროსია. ის თავისთვის მარტო ცხოვრობს და მთელი დღეები დისშვილებს ეხმარება საოჯახო საქმეებში. ის ამბობს: "მე საშინელი, მახინჯი სახე მაქვს, როცა სარკეში ვიხედები, ვხედავ, რომ ჩემს თავს საერთოდ აღარ ვგავარ. არც ვფიქრობ, რომ ვინმე სხვას მოუნდება ჩემი ყურება. ოპერაციის გაკეთება მინდოდა, მაგრამ ყოველგვარი იმედი დავკარგე. ბოლო ოპერაციაზე კინაღამ მოვკვდი, ამიტომ მეეჭვება, რომ რამის გაკეთება იყოს შესაძლებელი.
ხანა ლალი პატარა სოფელში დაიბადა. მას სახეზე დაბადებისთანავე ჰქონდა პატარა ხორცმეტი, მაგრამ მისი მშობლები იმდენად ღარიბები იყვნენ, რომ რვა წლამდე ბავშვი ექიმთანაც ვერ წაიყვანეს.
"მე ვიცოდი, რომ სახეზე რაღაც მქონდა, რადგან ბავშვები გამირბოდნენ. მე მათთან თამაში მინდოდა. დედამ მითხრა, რომ მახინჯი ვიყავი. იმის შემდეგ არ მომითხოვია, რომ ჩემთან ვინმეს ეთამაშა". იმავე წელს მშობლებმა ექიმთან წაიყვანეს. მკურნალობისთვის საჭირო 15 000 რუპია(148 ევრო) იმდენად ბევრი იყო მათთვის, რომ სახლში წაიყვანეს. მშობლებმა ბავშვის წაყვანა მოხეტიალე ცირკს შესთავაზეს, მაგრამ მათაც იუარეს. 25 წლის რომ გახდა, მისმა მშობლებმა როგორც იქნა მოაგროვეს ფული სამკურნალოდ, მაგრამ სისხლძარღვის გადაჭრის შემდეგ ისეთი სისხლდენა აუტყდა, რომ ექიმებმა სამუდამოდ ააღებინეს ხელი ოპერაციაზე. დროთა განმავლობაში ლალიმ დაკარგა მხედველობა, სმენა ცალ ყურში. ამბობს, რომ საერთოდ არ შეუძლია ღეჭოს, რადგან ყბა და კბილები ჩამოუცვივდა. არც კი იცის, როგორ შეიძლება ვაშლი ჩაკბიჩოს. მას დისშვილები უვლიან და ძალიან უყვართ ბიძია. ამბობენ, რომ ის საუცხოო ადამიანია. ძალიან ეცოდებათ და ცდილობენ ცოლი მოუძებნონ, მაგრამ ვინც კი ნახულობს, ყველა უარს ამბობს. მას ცოლის შერთვის იმედი დაკარგული აქვს. როცა სოფელს გასცდება, უცხო ხალხს ის სპილოების ღმერთი განეშა ჰგონიათ. ხალხი იჩოქებს მის წინ და დალოცვას სთხოვს, ლალი კი უფრო წუხდება. ექიმი კი ამბობს, რომ სიმსივნე გაიზრდება მანამდე, სანამ არ მოკლავს მას. 482 6-ს მოსწონს
|